გააზიარე

2021 წლის News UK Motor Award-სა და 2022 Carbuyer Best Car Award-ზე ჰიუნდაის სამმა ავტომობილმა ჯამში 8 ჯილდო მოიპოვა..

Hyundai Tucson-მა Carbuyer-ის სამი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა:  „წლის საუკეთესო ავტომობილი“ , „საუკეთესო საოჯახო ავტომობილისა“ და „საუკეთესო ჰიბრიდული ავტომობილი“.

Tucson-ი მრავალფეროვანი ავტომობილია, ის წარმოდგენილია როგორც შიდა წვის ძრავით, ასევე ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდული ძრავითაც, რამაც მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საშუალო ზომის SUV ასევე გამორჩეულია დახვეწილი აგრესიული დიზაინითა და კლასში საუკეთესო უსაფრთხოების სისტემებით, როგორიცაა: შეჯახების საწინააღმდეგო ასისტენტი, უხილავი ზონების ასისტენტი და სხვა.

„საუკეთესო საოჯახო ავტომობილის წოდებასთან ერთად Tucson-ი გახდა ჩვენი ფავორიტი ჰიბრიდული SUV-ი, რომელიც 2022 წლისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. ის არის ეკონომიური, განსხვავებული და რაც მთავარია გამორჩეულად სამართავი ავტომობილი. სწორედ ეს თვისებები გახდა გადამწყვეტი გამარჯვებულის გამოსავლენად“ – რიჩარდი ინგამი (Carbuyer-ის რედაქტორი)

Carbuyer-ის დაჯილდოებაზე Tucson-თან ერთად ტიტულების მოპოვება Hyundai i20 N-მა ( წლის ყველაზე სასურველი ჰეჩბექი )  და IONIQ 5-მა (კომპანიის საუკეთესო ავტომობილი და წლის საოჯახო ელექტრომობილი) შეძლეს.
„ნათელია იმის შემჩნევა თუ როგორ განვითარდა 12 თვის განმავლობაში ელექტრო ავტომობილები. ასევე მარტივია შეამჩნიო თუ როგორ გამოირჩევა მათგან IONIQ5. ექსტერიერთან ერთად აღსანიშნავია ავტომობილის ასევე ფუტურისტული ინტერიერი და ტექნიკური მონაცემები – თუ რამდენად სწრაფად იმუხტება ის და მისი დაფარვის მაჩვენებელი ერთი დამუხტვით.  IONIQ5-ის მაღალტექნოლოგიურობა და ზოგადი კომპლექტაცია ნამდვილად შთამბეჭდავია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენს ტიტულს ეს ელექტრომობილი იმსახურებს“ რიჩარდ ინგამი.

News UK Motor Awards-ზე  ტრიუმფით დასრულდა IONIQ5-ის გამოსვლა.  ელ.მობილმა წლის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმო და დამატებით კატეგორია წლის საუკეთესო ინოვაციის გამარჯვებულიც გახდა სარელაქსაციო სავარძლებითა და  V2L ტექნოლოგიით (ავტომობილის ენერგია შესაძლებელია გამოიყენო სხვადასხვა ტექნიკის დასამუხტად).

„მწარმოებლები ხშირად ამბობენ, რომ მათი ავტომობილები შექმნილია განტვირთვისა და დასვენებისთვის, თუმცა ჩვენი აზრით, Hyundai პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ მიზანს მიაღწია. IONIQ 5-ის სავარძლები, მოძრავი „ბარი“ და ზოგადი ინტერიერი ნამდვილად კომფორტის, სიმშვიდისა და განტვირთვისთვის არის შექმნილი. ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ  V2L სისტემის დამსახურებით ავტომობილი ამსხვრევს ყველა ბარიერს, რომელიც ღია სივრცეში ელექტროენერგიის არ ქონით იყო გამოწვეული.“ ჟიური (Driving.co.uk, The Sunday Times, The Sun და The Times LUXX)

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი