დისნეის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჰიუნდაისა და დისნეის შორის განსაკუთრებული, კრეატიული თანამშრომლობა შედგა. სწორედ ამ თანამშრომლობას გამოხატავს 360-გრადუსიანი, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია, რომელიც ყველა მიმართულებას, მათ შორის რეკლამას, მერჩანდაიზინგსა და ა.შ. მოიცავს.
დისნეი 100 წლის იუბილეს 2023 წლის 16 ოქტომბერს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში იგი ადამიანებს დისნეისთან დაკავშირებულ საყვარელ მოგონებებსა და მოვლენებს, იმ დაუვიწყარ პერსონაჟებსა და მარადიულ ამბებს გაახსენებს, რომლებმაც მათზე, ასაკის მიუხედავად, წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვეს. დისნეი გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ ახალი, ამაღელვებელი ისტორიებით მის ცნობილ სტუდიებში, პარკებსა და გასართობ ცენტრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაი დისნეის 100 წლის იუბილეს (Disney100) ექსკლუზიური, ჩრდილოეთ ამერიკული საავტომობილო სპონსორია. ოფიციალურ თანამშრომლობას საფუძველი 95-ე Academy Awards-ზე ჩაეყარა. სწორედ ამ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი 60-წამიანი ვიდეორგოლი IONIQ 5-ის და Tucson-ის მონაწილეობით. დისნეის ისტორიული სიმღერის „When You Wish Upon A Star“-ის ფონზე ვიდეორგოლი შთამბეჭდავად ასახავს ნაწყვეტებს უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში დისნეის მიერ გადაღებული, მოგზაურობასთან დაკავშირებული ფილმებიდან და, ასევე, ჰიუნდაის სარეკლამო რგოლებიდან, რითაც ხაზს უსვამს, რომ თითოეული მოგზაურობა ჯადოსნურია.
კრეატიული თანამშრომლობის ერთგვარ კულმინაციად კი იქცა ნიუ-იორკის ავტოშოუ, რომელზეც ჰიუნდაი მოტორ ამერიკამ ლიმიტირებული მოდელი IONIQ 5 Disney100 წარადგინა. ავტომობილის შექმნაზე ჰიუნდაის დიზაინერებმა დისნეის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იმუშავეს. შედეგად, IONIQ 5 Disney100 დისნეის შთაგონებით შექმნილ ვიზუალურ და გასართობ ელემენტებს — განათებასა და ყველასთვის კარგად ნაცნობ, ისტორიულ მელოდიას აერთიანებს. მოდელი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. დეტალები ავტომობილის შესახებ: IONIQ5-Disney100.com.
Hyundai IONIQ 5 Disney100 Platinum Concept-ის მახასიათებლები:
• ექსტერიერის ბაცი, ოქროსფერი ზედაპირი (Gravity Gold Matte);
• დისნეის დიზაინით შექმნილი დისკები;
• Disney100 Platinum Edition-ის აღნიშვნებით გაფორმებული ექსტერიერი;
• წინა სავარძლებსა და ცენტრალურ კონსოლზე ამოტვიფრული ლოგო Disney100;
• Disney100-ის ლოგოთი გაფორმებული იატაკის საფენები;
• ფარები და უკანა მაშუქები დისნეის ნაპერწკლების ანიმაციით;
• სახურავი დისნეის მთვარიანი ღამისა და ჯადოსნური მტვერის ანიმაციით;
• ავტომობილის დაქოქვისას ეკრანზე ისახება დისნეის მისალმება მისი ისტორიული მუსიკის თანხლებით, Disney100-ის ლოგო და ჯადოსნური მტვერის ანიმაცია;
• ინტეგრირებული სინქრონიზირებული სინათლის შოუ განათების რეჟიმის ცვლილების ფუნქციით.
„ჰიუნდაიში ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, რათა ჩვენს მომხმარებლებთან მათ მიერ გავლილი თითოეული კილომეტრის დროს მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დისნეიმ დიზაინის სტუდიის კარი ავტომწარმოებელს გაუღო და მას საკუთარი ისტორიული პერსონაჟების გამოყენების უფლება მისცა. IONIQ 5 ჰიუნდაის საუკეთესო, სრულად ელექტრო ავტომობილია. მოხარულები ვართ, რომ წარმოგიდგენთ მოდელის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც დისნეის ჯადოსნობის მოყვარულებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს“, – გადანცხადა ჰიუნდაი მოტორ ამერიკის მარკეტინგის დირექტორმა, ანგელა ზეპედამ.
“ Hyundai IONIQ 5 Disney100 Platinum Concept-ის შექმნა ჰიუნდაისთან მრავალწლიანი კრეატიული თანამშრომლობის შედეგია. ამ პროცესში დისნეის სხვადასხვა გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის კრეატიული ინჟინრები, გასართობი ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სპეციალისტები იყვნენ. პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, დისნეის 100 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღგვენიშნა და ის ჯადოსნობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით, ბრენდებისთვისაც გაგვეზიარებინა“,- აღნიშნა დისნეის სარეკლამო გაყიდვების პრეზიდენტმა, რიტა ფერომ.