გააზიარე

Tucson-მა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა სამგზავრო სავარძლის ინტეგრაციასა და უსაფრთხოებაზე .

ცნობილმა ამერიკულმა ავტო პორტალმა Cars.com-მა ყოველწლიური გამოკვლევა ჩაატარა ბავშვის სხვადასხვა სახეობის სამგზავრო სავარძლის ინტეგრაციასა და უსაფრთხოებაზე (Car Seat Fit Report).

2021 წლის კვლევა 51 უახლეს ავტომობილზე ჩატარდა, მათ შორის 14 ყველაზე პოპულარულ 2 რიგიანი SUV-ებზე, სადაც მეოთხე თაობის Tucson-მა ყველა კომპონენტში მაქსიმალური შეფასება „A“დაიმსახურა.

„ბავშვის სავარძლის სწორი ინსტალაცია და გამოყენება უმნიშვნელოვანესია პატარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. Hyundai Tucson-ი უსაფრთხოების სისტემებით ნებისმიერი ოჯახისთვის მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის გარანტია. Cars.com-ის კვლევის შედეგები ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს კვლევა შეახსენებს მომხმარებელს თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია საგზაო უსაფრთხოება და სწორად შერჩეული პროდუქტი.“ –  ბრაიან ლატუფი (ჰიუნდაის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი.

„Tucson-ის მეორე რიგის სავარძლების საგრძნობლად დიდი სივრცე ნებისმიერი ფორმისა და ზომის „Car Seat”-ის კომფორტულად განთავსების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს.  ბავშვის სავარძლის ტექნიკურად იდეალური სიზუსტით განთავსება უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია“  – ჯენი ნიუმენი (Cars.com-ის სერტიფიცირებული ტექნიკოსი ბავშვთა სავარძლების ინსტალაციის კუთხით).

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი