ჰიუნდაიმ 2022 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებებით დაიწყო და იანვრის ბოლოს კიდევ 3 პრესტიჟული ჯილდოც მოიპვა.
· Hyundai Santa Fe – წლის საუკეთესო დიდი SUV
· Hyundai Tucson – საუკეთესო საოჯახო SUV პრაქტიკულობისთვის
· Hyundai i10 – საუკეთესო მცირე ზომის ავტომობილი ქალაქისთვის
What Car-ის ჟიურის წევრებმა Santa Fe გამარჯვებულად დახვეწილი დიზაინის, უზარმაზარი ინტერიერის სივრცის, უსაფრთხოებისა და მაღალტექნოლოგიური სისტემებიდან გამომდინარე დაასახელეს.
What Car-ის დაჯილდოება წარმატებული აღმოჩნდა მეოთხე თაობის Tucson-ისთვისაც, რომელმაც უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაისაკუთრა. Tucson-მა 2022 წელს Car buyer-ის წლის ავტომობილის, Auto Express-ის საუკეთესო SUV-ის, Scottish Car of the year-ის ტიტული მოიპოვა და ახლა უკვე თავის ტიტულებს What Car-ის “საუკეთესო პრაქტიკული SUV”-ის ჯილდოც შემატა.
„Tucson-ი მზარდი ოჯახებისთვის იდეალური ავტომობილია. კომფორტული გაბარიტები, შთამბეჭდავი საბარგო და მეორე რიგის სივრცე ავტომობილს კლასში ნამდვილად შეუდარებელი ზომებისაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკანა სავარძლები რეგულირებადია და ნებისმიერ მგზავრს შეუძლია ინდივიდუალურად მოირგოს“ სტივ ჰანტნგფორდი.
ჩამოთვლილთან ერთად What Car-ის დაჯილდოებაზე წარმატება ხვდა წილად IONIQ 5-საც, რომელიც ბრენდის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა და ასევე Hyundai-ს უხილავი ზონების ხედვის ტექნოლოგიას, რომელმაც კატეგორიაში „ინოვაცია“ მეორე ადგილი დაიკავა.
„ეს წარმატება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან კომპანიის ყვლაზე პატარა ავტომობილმაც, საშუალომაც და დიდმაც საკუთარ კლასში სიძლიერე დაამმტკიცეს. ეს გამარჯვებები ხაზს უსვამს ჰიუნდაის ავტოპარკის სიძლიერეს.“ ეშლი ენდრიუ მმართველი დირექტორი