გააზიარე

Carbuzz-ის დაჯილდოების გამარჯვებულები.

Hyundai IONIQ 5-მა CarBuzz.com-ზე „people’s car”-ის, ხოლო 2023 წლის Hyundai Palisade-მა „Family Fun“-ის ჯილდო მოიპოვა.

„Family Fun Award“-ის კატეგორიაში საოჯახო მანქანები მონაწილეობენ. „People’s Car Award“ კი განკუთვნილია ავტომობილებისთვის, რომლებიც მომხმარებელს ფუნქციების გამორჩეულ, სრულ პაკეტს სთავაზობს, ფასი კი იმაზე დაბალია, ვიდრე ახალი მანქანის საშუალო MSRP 2022 წლისთვის ($48,000).

IONIQ 5-ის წარმატება კლასში საუკეთესო ულტრა სწრაფი დატენვის (10-დან 80%-მდე სულ რაღაც 18 წუთში) დამსახურებაა. ამასთან ერთად, ავტომობილი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და მისი საწყისი ფასი $41,450-ია.

Hyundai IONIQ 5 ამტკიცებს, რომ ელექტრომობილები სულ მალე ხალხისთვის შეუცვლელ ტრანსპორტად იქცევა“, – ამბობს CarBuzz-ის რედაქტორი ჯარედ როზენჰოლცი.

„ჰიუნდაი პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც People’s Car Award EV-ით მოიგო, რაც ადასტურებს მის შესაძლებლობებსა და ბრენდის ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვას“

2023 წლის Hyundai Palisade

CarBuzz-ის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ მისთვის Palisade-ის გარდა 2023 წლისთვის სხვა SUV-ის შეძენა წარმოუდგენელია, რადგან იგივე ფასში იმ ფუქნციებისა და შესაძლებლობების პოვნა, რომელსაც ავტომობილი გვთავაზობს, შეუძლებელია.

Palisade-ი აღჭურვილია ლუქს ბრენდებისათვის დამახასიათებელი ფუნქცებით, მათ შორის მეორე რიგის სავარძლების გაგრილებისა და მესამე რიგის სავარძლების გათბობის ფუნქციებით.

“Palisade-ი გახდა ჩვენი პირველი „Family Fun“ ჯილდოს მფლობელი CarBuzz Awards-ზე.” – ამბობს როზენჰოლცი. –„ Hyundai-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია შექმნას სრულყოფილი საოჯახო SUV-ი.“

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი