გააზიარე

Interbrand-ის გლობალურ რეიტინგში Hyundai-ს, როგორც ბრენდის, ღირებულება იზრდება..

ჰიუნდაის კომპანიის ღირებულებამ Interbrand-ის გლობალური ბრენდების 2021 წლის რეიტინგში  35-ე ადგილი დაიკავა და ერთი საფეხურით გააუმჯობესა 2020 წლის შედეგი.
2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიის წლიური ზრდა 6.3% იყო, რაც თანხობრივად 15.2 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. 

Interbrand-ის შეფასება და ზრდა დაკავშირებულია, როგორც Covid19-თან ბრძოლის კამპანიებთან ასევე ნახშირბადის ნეიტრალიზაციის ერთგულებასა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულად 2045 წლისთვის განხორციელდება.

Interbrand-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ გააორმაგა ინვესტიცია ჩინეთსა და ევროპაში ელექტრო და წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის განვითარებაში ახალ პარტნიორთან HTWO-სთან ერთად (წყალბადის ენერგიის ტექნოლოგიური ბრენდი).

აღსანიშნავია, რომ Hyundai-მ შექმნა ელექტრო მობილებისათვის განკუთვნილი ახალი პლატფორმა E-GMP და მასზე დაფუძნებული სრულად ელექტრო ქროსოვერი IONIQ 5, რომელსაც გერმანულმა ავტო ჟურნალმა Autozeitung-მა კომპაქტურ ელექტრო SUV-ებში პირველი ადგილი მიაკუთვნა.

ამ ყველაფერთან ერთად, Hyundai-ს შემუშავებული აქვს ახალი ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია, სადაც მაღალტექნოლოგიური სისტემები და ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებები ადამიანებისა და გარემოს სიჯანსაღეზე ზრუნავს. პროექტის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი  ადგილი უჭირავს „Urban Air Mobility”-ს , რომლის პროტოტიპის შექმნას ჰიუნდაი 2028 წლისთვის შეძლებს, ხოლო 2030-ში მათი საჰაერო ტაქსებად გამოყენება იქნება შესაძლებელი.

Hyundai-ის მომავალი მიზნები ყველასთვის ცხადი გახდა IAA-ს 2021 წლის ღონისძიებაზე. ამჟამად ბრენდის მთავარი პრიორიტეტები სამ ნაწილად იშლება: სუფთა სატრანსპორტო საშუალებები, ახალი თაობის პლატფორმები და შესაძლებლობები და მწვანე ენერგია.

უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ19-ის გავრცელების შემცირების მიზნით Hyundai ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ამერიკის,  ევროპისა და ინდოეთის შოუ რუმში Click To Buy სისტემა დანერგა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ყველანაირი პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე,  მიეღო მისთვის სასურველი ინფორმაცია თითოეულ ავტომობილზე.

თითოეული კამპანიის ფასეულობის მნიშვნელობის საპირწონედ უნდა ითქვას, რომ კომპანიამ 2021 წლის Red Dot-ის დაჯილდოებაზე 17 კატეგორიაში მოიპოვა წარმატება.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი