გააზიარე

IONIQ5 საუკეთესო დიზაინის ავტომობილი.

IONIQ 5 ჰიუნდაის პირველი ავტომობილია, რომელიც სრულიად ახალ EV პლატფორმაზე აიგო და TopGear Electric Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “საუკეთესო დიზაინი”.

  • IONIQ 5-ს 10-დან 80%-მდე დასამუხტად მხოლოდ 18 წუთი სჭირდება და 480 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
  • ექსტერიერის ფუტურისტული დიზაინის ინსპირაცია The Pony-ს დამსახურებაა. Pony ჰიუნდაის პირველი მასიურად წარმოებული ავტომობილია.
  • ინტერიერი – მარტივი, კომფორტული , ტექნოლოგიურად მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილით არის შედგენილი


 “TopGear Electric 2021-ის დაჯილდოვების გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო დიზაინი – Hyundai IONIQ 5 გახდა.
IONIQ 5 ბრენდის პირველი ელექტრომობილია, რომელიც E-GMP პლატფორმაზე აიგო. ახალი პლატფორმის შესაძლებლობების გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ EV სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი ერა დაიწყო.IONIQ 5 არის სრულად ელექტრო ავტომობილია, რომლის დასამუხტად 10%-დან 80%-მდე მხოლოდ 18 წუთი დაგჭირდებათ და 380კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვას შეძლებთ. ელექტრომობილს 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 5.2 წამი სჭირდება.

 აღსანიშნავია, რომ IONIQ 5-ის ინტერიერის მოსაწყობად გამოყენებულია ეკომეგობრული ქსოვილი, რომელიც სპეციალურად შაქრის ლერწმისაგან მიიღეს და ბუნების განახლებად რესურსს მიეკუთვნება.
IONIQ 5-ის პროგრესული ინტერიერი/ექსტერიერი სცდება ძველ სტანდარტებს და დიზაინის ახალ თავისუფლებას გვთავაზობს, რაც ერთი მხრივ E-GMP-ის დამსახურებაა.მოგეხსენებათ, რომ ელექტრომობილებისთვის აეროდინამიურობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მის გასაუმჯობესებლად Hyundai-ს გუნდმა არაერთი საინტერესო ცვლილება განახორციელა. IONIQ 5 პირველი ელ.მობილია, რომლის ძრავის საფარი საპირისპირო მიმართულებით იხსნება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება საგრძნობლად აუმჯობესებს ავტომობილის აეროდინამიურობას და უნარჩუნებს რეტრო ხასიათს.


 “IONIQ 5 უმნიშვნელოვანესი ავტომობილია Hyundai-სთვის, რადგან სწორედ აქედან იწყება ჩვენი ბრენდის მიზნისკენ სწრაფვა – გავხდეთ ლიდერი ეკომეგობრული, გამორჩეული ელექტრომობილების წარმოებაში. IONIQ 5-ის შექმნისთვის გამოყენებული ტექნოლოგიები გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ. სულ რამდენიმე თვე გავიდა რაც IONIQ 5 დავაანონსეთ და უკვე 100 000-ზე მეტი დაინტერესებული მომხმარებელი გვყავს, რაც ჩვენი დამატებითი მოტივაციაა” განაცხადა ჰიუნდაის დიდი ბრიტანეთის განყოფილების საოპერაციო დირექტორმა ეშლი ენდრიუმ.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი