- სრულიად ახალი TUCSON-ი „ყველაზე გაბედული SUV-ის“ კონცეფციას თავისი „ფოლადის ხელოვნების“ (Art of Steel) დიზაინით, გაუმჯობესებული ჰიბრიდული წარმადობით და Pleos Connect-ის დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემით ასახავს;
- დახვეწილი და ფართო სალონი ყოველდღიურ კომფორტს ინტუიციური მართვის საშუალებებით უზრუნველყოფს, მოქნილი სათავსოებითა და დამატებითი დასვენების ფუნქციებით;
- ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს ენერგიის ჭკვიანურ და ეფექტიან გამოყენებას. მისი მიზნობრივი მაჩვენებელი, 1 გალონზე 42 მილამდეა, რაც საწვავის ეკონომიასა და მართვის დინამიკას შორის ოპტიმალურ ბალანსს ქმნის;
- Pleos Connect ყოველდღიურ წინსვლას განაპირობებს მუდმივად განვითარებადი ციფრული გამოცდილებით, რომელსაც Gleo AI, აპლიკაციების მზარდი ეკოსისტემა, მომხმარებლის ინტუიციური ინტერფეისი და გამოცდილება (UI/UX) უზრუნველყოფს;
- TUCSON XRT PRO თავგადასავლების შესაძლებლობებს Smart Terrain Assist-ითა და უგზოობის (off-road) სრულყოფილი ტექნოლოგიებით აფართოებს;
- Hyundai სრულიად ახალ TUCSON-ს მსოფლიო პრემიერაზე მანჰეტენის პანორამული ხედის ფონზე წრადგენს, რითაც წარმოაჩენს ავტომობილის ინოვაციურ ხასიათს და კიდევ ერთხელ ამყარებს მის პოზიციას, როგორც გლობალურად აღიარებული SUV მოდელისა.
ნიუ-იორკი, 2026 წლის 1 ოქტომბერი – კომპანია Hyundai Motor-მა დღეს სრულიად ახალი TUCSON წარადგინა, რომელიც ბრენდის ისტორიაში ყველაზე თამამი SUV-მოდელია. იგი აერთიანებს „ფოლადის ხელოვნების“ (Art of Steel) დიზაინის ფილოსოფიას, გაუმჯობესებულ ჰიბრიდულ მახასიათებლებსა და ახალი თაობის მოწინავე მულტიმედიურ სისტემას – Pleos Connect-ს.
სრულიად ახალი TUCSON-ის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში, მანჰეტენის საკულტო პანორამული ხედის ფონზე გაიმართა, რაც Hyundai Motor-ის თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს საკუთარი გლობალური ბესტსელერი SUV-ის მიმართ. თამამი ურბანული გარემო ავტომობილის ინოვაციურ ხასიათს გამოხატავდა და აღნიშნავდა TUCSON-ის მდიდარ მემკვიდრეობას, როგორც გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერისას, ამავდროულად კი მრავალმხრივი მობილობის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებდა.
შექმნილია მაქსიმალური მრავალფეროვნებისთვის, სრულიად ახალი TUCSON შეუფერხებლად ერგება როგორც ყოველდღიურ გადაადგილებას დახვეწილ ურბანულ გარემოში, ისე შაბათ-კვირის თავგადასავლებს რთულ რელიეფზე. „ფოლადის ხელოვნების“ (Art of Steel) დიზაინის ფილოსოფიით შთაგონებული მოდელი აერთიანებს გარეგნულ სტილს მიზანმიმართულ, ტექნოლოგიურად დახვეწილ ინტერიერთან. სტანდარტულ მოდელთან ერთად, გამძლე TUCSON XRT PRO -ს დებიუტი კიდევ უფრო აძლიერებს მის უგზოობისას გამოვლენილ შესაძლებლებლობებს. Gleo AI-ით აღჭურვილი Pleos Connect სისტემით, მოწინავე ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემითა და Hyundai-ს პირველი Smart Terrain Assist (STA) ტექნოლოგიით აღჭურვილი სრულიად ახალი TUCSON-ის მოდელების ხაზი მომხმარებლებს ცხოვრების სხვადასხვა სტილისა და ეტაპისთვის მეტ თავდაჯერებულობასა და კომფორტს სთავაზობს.
,,მილიონობით ოჯახი მსოფლიოს გარშემო ენდობა Hyundai TUCSON-ს, და ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც კი ოდესმე შეგვიქმნია. თამამი დიზაინის, ფართო სალონის, შეუფერხებელი საინფორმაციო-გასართობი სისტემისა და ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ეფექტიანობის შერწყმა ახალ სტანდარტს ადგენს იმისა, რასაც მომხმარებლები ამ სეგმენტში უნდა ელოდნენ. TUCSON ხსნის ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდ ამბიციებს, რომელიც 2030 წლისთვის მსოფლიოში 100-ზე მეტ ახალ და განახლებულ ავტომობილს მოიცავს, მათ შორის 58-ს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში.
ხოსე მუნიოსი
Hyundai Motor Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
როგორ აყალიბებს „ფოლადის ხელოვნების“ დიზაინის ენა სრულიად ახალი TUCSON-ის თამამ იერსახეს?
სრულიად ახალი TUCSON განასახიერებს „ყველაზე თამამი SUV-ის“ იდეალს Hyundai Motor-ის „ფოლადის ხელოვნების“ (Art of Steel) დიზაინის ენის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს კონსტრუქციულ სიმტკიცეს მძლავრ საგზაო იერსახესთან. ყველა ელემენტი, კუნთოვანი გარეგნული პროპორციებიდან დახვეწილ ინტერიერის სივრცეებამდე, ასახავს მიზანმიმართულ ინჟინერიასა და ესთეტიკურ ხედვას.
ექსტერიერის დიზაინის ცენტრში არის გამოკვეთილი, კუნთოვანი ფრთები, რომლებიც ფოლადის თანდაყოლილ დაძაბულობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს. ამ ესთეტიკას აბალანსებს დაბალანსებული კარების ზედაპირები და მკვეთრი ძარის ხაზები, რაც აძლიერებს სრულიად ახალი TUCSON-ის თამამ SUV იმიჯს.
განახლებული ძარა უფრო გრძელი, ფართო და მაღალია, რაც მეტ ვიზუალურ ძალას სძენს ავტომობილს და ამავე დროს ზრდის ინტერიერის სივრცეს. გრძელბაზიანი მოდელის სიგრძე 4 700 მმ-ია (+60 მმ), სიგანე – 1 905 მმ (+40 მმ), სიმაღლე კი – 1 685 მმ (+20 მმ) წინა მოდელთან შედარებით.
სრულიად ახალი TUCSON-ის წინა ნაწილის დიზაინი ხელს უწყობს ქვეითთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ამავე დროს აძლიერებს წინა მხარეს დაცვას შეჯახების შემთხვევაში. ამასობაში, კარების გაღების კუთხე წინა თაობასთან შედარებით 73 გრადუსიდან 83 გრადუსამდე იზრდება, რაც ავტომობილში ჩასხდომას ამარტივებს.
ბუნებით შთაგონებული ახალი ექსტერიერის ფერები ხაზს უსვამს ავტომობილის დიზაინის უნიკალურ დეტალებს:
- ხასხასა მწვანე ფერი (Ranger Green Pearl/Matte): ფერთა გადასვლის ეფექტით, რომელიც მომწვანო მეტალიკ ვერცხლისფერიდან წითელ ტონამდე იცვლება და თამამ, ერთიან ესთეტიკას უსვამს ხაზს;
- ღრმა ლურჯი (Kodiak Blue Pearl): ფერთა გადასვლის ეფექტით ინტენსიური იისფერიდან ფირუზისფერამდე, რომელიც დინამიკურ სიღრმეს ავლენს და სინათლის კუთხის ცვლილებასთან ერთად იცვლება;
- მიწით შთაგონებული ნაცრისფერი (Driftwood Gray Metallic/Matte): რომელიც სინათლესთან ერთად მცირედ იცვლის ფერს, მწვანედან წითლისკენ და ავტომობილს ბუნებრივ ლანდშაფტთან აკავშირებს;
- წითელი კლდისფერი-ნარინჯისფერი (Red Rock Orange Pearl/Matte): კანიონით შთაგონებული უხეში ტონი, რომელიც ხაზს უსვამს უგზოობისთვის დამახასიათებელ იერსახეს.
განათების რომელი ახალი ელემენტები განსაზღვრავს სრულიად ახალ TUCSON-ს?
წინა ნაწილის დიზაინი არქიტექტურული განათების პრინციპებით არის შთაგონებული. H-Edge განათება აერთიანებს ცენტრში განთავსებულ არაპირდაპირ განათებასა და კიდეების განათებას, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის ჰორიზონტალურ პროპორციებს და მას უფრო განიერსა და მდგრად იერს ანიჭებს. შედეგად, ავტომობილის წინა ნაწილი დახვეწილ და ფუტურისტულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
უკანა ნაწილში, სკულპტურული პრიზმის ფორმის უკანა ფარები უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ავტომობილის მოცულობასა და კონტურებს, რაც სრულიად ახალ TUCSON-ს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და მძლავრ იერს ანიჭებს. დიზაინი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სინათლე გამჭვირვალე ლინზის კიდეზეა განთავსებული. ამასთან, ნათლად იკვეთება ფარების რთული შიდა სტრუქტურა, რაც მათ მაღალტექნოლოგიურ და დახვეწილ იერს სძენს.
H-Edge და Prism დიზაინებთან ერთად, სრულიად ახალი TUCSON დამატებით აღჭურვილობად Micro Pixel Lighting (MPL) სისტემასაც გვთავაზობს. 25 600 ინდივიდუალური LED პიქსელის გამოყენებით, MPL უზრუნველყოფს სინათლის სხივის ზუსტ ფორმირებას, წვიმის პირობებში დამხმარე განათების რეჟიმს და მისალმება – დამშვიდობების ანიმაციებს. სტანდარტული LED წინა ფარები ორი ფუნქციის გამაერთიანებელი მოდულით არის შექმნილი, ხოლო LED უკანა ფარები მოდელის ყველა კომპლექტაციაში სტანდარტულადაა წარმოდგენილი.
როგორ განსაზღვრავს სრულიად ახალი TUCSON სალონის კომფორტის ახალ სტანდარტს?
სრულიად ახალი TUCSON-ის ინტერიერის დიზაინი ქმნის კეთილმოწყობილ სივრცეს, რომელშიც ვიზუალური დახვეწილობა და თითოეული დეტალის გააზრებული გადაწყვეტა შერწყმულია ავეჯის დიზაინით შთაგონებულ კომფორტთან და ინტუიციურად გამოსაყენებელ მართვის ელემენტებთან. შედეგად, მძღოლი და მგზავრები პრემიუმ კლასის გამოცდილებას იღებენ. ყველა ზედაპირი – რბილი ბალიშებიდან დაწყებული, ერგონომიულად განლაგებული ეკრანებით დასრულებული – ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, მოდუნებასა და სალონში მშვიდი გარემოს შექმნას.
სალონი SUV-ებისთვის მინიმალიზმს ახლებურად განმარტავს და მიზნმიმართულ დიზაინს ეყრდნობა. ორშრიანი ინსტრუმენტების პანელი ფორმასა და ფუნქციას ერთმანეთისგან მიჯნავს: ზედა, ჰორიზონტალური შრე ვიზუალურ სიმსუბუქესა და სიცხადეს ქმნის, ხოლო ქვემოთ განთავსებული ღრმა, ღია სათავსო ნივთების შესანახ სივრცეს უზრუნველყოფს. ინსტრუმენტების პანელის ზედა ნაწილზე, კარებსა და ცენტრალური კონსოლის საყრდენზე გამოყენებული სირბილე, მოცულობითი ზედაპირები ინტერიერს პრემიუმ იერსა და დამამშვიდებელ ატმოსფეროს სძენს. ამგვარად, სახლის ავეჯისებური დამახასიათებელ კომფორტი ავტომობილის სალონში გადმოდის.
მძღოლის ყურადღების გაფანტვისა და კოგნიტიური დატვირთვის შესამცირებლად, მართვის ელემენტები ერგონომიულად არის განლაგებული და მძღოლის ხედვის ბუნებრივ არეალში ექცევა. Double D-Cut საჭე და საჭის სვეტის ზემოთ განთავსებული თხელი, 9.9-დუიმიანი ეკრანი უზრუნველყოფს, რომ მძღოლის ხედვის არე გადატვირთული არ იყოს. ცენტრალური პანელის ეკრანის ქვემოთ განთავსებული ფიზიკური ღილაკები, რომლებიც ხშირად გამოყენებულ ფუნქციებს – მათ შორის კლიმატკონტროლსა და აუდიოსისტემას – მართავს, საშუალებას იძლევა, მძღოლმა საჭირო პარამეტრები ინტუიციურად შეცვალოს და მართვისას ეკრანზე შეხებით გამოწვეული ყურადღების გაფანტვა თავიდან აიცილოს.
გაგრძელებული ცენტრალური კონსოლის საყრდენი აუმჯობესებს სენსორული ეკრანის გამოყენების ერგონომიკას და მძღოლის კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. დამატებითი მოხერხებულობისთვის, ხელმისაწვდომია კონსოლში ინტეგრირებული ორი 15-ვატიანი უსადენო დამტენი პლატფორმა. დამალული სათავსო კი პირადი ნივთების შენახვის საშუალებას იძლევა და სალონის მინიმალისტურ იერს ინარჩუნებს.
სრულიად ახალი TUCSON-ის სალონის სივრცე – წინა რიგში თავის არეში 1 036 მმ, უკანა რიგში ფეხებისთვის 1 064 მმ და წინა რიგში მხრების არეში 1 470 მმ – ფართო და მდიდრულ გარემოს ქმნის.
ხანგრძლივი დასვენებისთვის ხელმისაწვდომია Ergo Motion სავარძელი, რომელიც აღჭურვილია წელისა და გვერდითი საყრდენების მასაჟის პნევმატური სისტემით, რომელიც მუშაობს როგორც ხელით, ისე ავტომატურად მართვის რეჟიმებით. გარდა ამისა, ოთხბერკეტიანი Relaxation Comfort სავარძელი ერთი ღილაკით საზურგის 10 გრადუსამდე გადაწევის საშუალებას იძლევა – იდეალური გადაწყვეტაა გაჩერებულ ავტომობილში შესვენებისთვის.
საჭის სვეტზე განთავსებული Shift-By-Wire (SBW) გადამრთველი გადაცემათა არჩევის ფუნქციას ინტუიციურად გამოსაყენებელ მართვის ბერკეტში აერთიანებს, რაც გამორიცხავს ტრადიციული გადაემათა სელექტორის გამოსაყენებლად ცენტრალური კონსოლისკენ ხელის გაწვდენის საჭიროებას. განათებული გადაცემის ინდიკატორი და პარკირების რეჟიმის ერთი ღილაკით ჩართვა მართვას ამარტივებს და კიდევ უფრო ამყარებს დიზაინის პრინცპის ,,თვალები გზაზე, ხელები საჭეზე’’.
Multi-Air Mode სისტემა უზრუნველყოფს კლიმატკონტროლის მაღალ დონეზე კომფორტს ჰაერის ნაკადის აქტიური მართვით და მისი განაწილებით: ის დამუშავებულ ჰაერს ანაწილებს ძირითადი და მრავალმიმართულებიანი სავენტილაციო არხების, ასევე იატაკის დონეზე განთავსებული ჰაერის გამანაწილებლების მეშვეობით. ჰაერის ნაკადის აქტიური მართვა ხელს უწყობს არასასიამოვნო, პირდაპირი დაბერვის თავიდან აცილებას. ამასთან, ხელმისაწვდომი სამზონიანი კლიმატკონტროლის სისტემა წინა და უკანა რიგებში მჯდომ მგზავრებს ტემპერატურის დამოუკიდებლად რეგულირების საშუალებას აძლევს.
ხელმისაწვდომი 13.5V მეტალის საფარით დაფარული გამათბობელი საქარე მინა მკაცრი ზამთრის პირობებში სრულად მოყინული ზედაპირის 15 წუთში გათბობასა და ყინულისგან გაწმენდას უზრუნველყოფს. ზაფხულში კი მინის მიერ მზის ენერგიის 60%-ის შეკავება სალონში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს, რაც კონდიცირების სისტემის დატვირთვასა და საწვავის მოხმარებას ამცირებს.
გამჭვირვალე, ელექტროგამტარი საფარის ეს ტექნოლოგია მეტალის, დიელექტრიკული და კერამიკული მასალების 20-ზე მეტ ფენას აერთიანებს. შედეგად, მინა ფუნქციურობას ინარჩუნებს ისე, რომ მასზე გამათბობელი სადენების ხილული ხაზები არ ჩნდება და სალონის ვიზუალური სისუფთავე შენარჩუნებულია.
პრემიუმ კლასის ინტერიერის ფერები ასახავს დიზაინის ფილოსოფიას, რომელიც ცხოვრების მრავალფეროვან სტილს ითვალისწინებს:
- შავი, შავი / ღია ნაცრისფერი, ტალახისფერი ნაცრისფერი, შავი / ყავისფერი პაკეტი;
- XRT და XRT PRO ვერსიებისთვის განკუთვნილი ფერი: მონოქრომული შავი ინტერიერი მუქი მეტალის აქცენტებით.
როგორ უზრუნველყოფს TUCSON-ის ჰიბრიდული სისტემა სიმძლავრის, ეფექტიანობისა და კომფორტის ოპტიმალურ ბალანსს?
ახალი თაობის TUCSON-ის შექმნს საფუძველს Hyundai Motor-ის ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემა წარმოადგენს, რომელიც შექმნილია იმ მძღოლებისთვის, ვისთვისაც საწვავის ეკონომია ერთადერთი პრიორიტეტი არ არის. „ინტელექტუალური ეფექტიანობის“ (Intelligent Efficiency) პრინციპზე დაყრდნობით, მოწინავე ძრავა ჰიბრიდული ავტომობილის მართვის გამოცდილებას ახალ დონეზე აყენებს და ეფექტიანობასა და მართვის დინამიკას შორის ჰარმონიულ ბალანსს უზრუნველყოფს.
საწვავის ეკონომიის სამიზნე მაჩვენებელი 42 mpg-მდეა, ხოლო 0-დან 60 mph-მდე აჩქარებას 8,5 წამი სჭირდება. ეს ჰიბრიდული ძალური სისტემა ადასტურებს, რომ მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად აღარ არის საჭირო სიმძლავრეზე ან ყოველდღიური მართვის დახვეწილ გამოცდილებაზე უარის თქმა.
E-Traction სისტემა, რომელიც ექსკლუზიურად HEV მოდელებში გამოიყენება, კიდევ უფრო მეტად აუმჯობესებს მართვის მახასიათებლებს. ის ინტელექტუალურად არეგულირებს მანქანის წამყვან ძალას, რათა მოსახვევებში ბორბლების მოცურება შემცირდეს. შიდა საბურავის მოჭიდების გაუმჯობესებით სისტემა ზრდის ავტომობილის სტაბილურობასა და კონტროლს მართვის შესაძლებლობების ზღვრულ პირობებში, რაც უფრო ზუსტ, თავდაჯერებულ და დახვეწილ მართვის გამოცდილებას უზრუნველყოფს.
ავტომობილების ამ კლასში გამორჩეული HEV Stay Mode რეჟიმი მძღოლებს საშუალებას აძლევს, ძრავის გამორთვის პირობებშიც გამოიყენონ ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა: კონდიცირება, გათბობა, აუდიოსისტემა და მოწყობილობების დამუხტვა. ეს სალონში ელექტრომობილის მსგავს გარემოს ქმნის, რაც დასვენების, გარე აქტივობების ან ლოდინის დროს სიჩუმესა და კომფორტს ზრდის.
თუ აირჩევთ მართვის დინამიკისთვის განკუთვნილ 1.6 T-GDI ძრავს (184 ცხ.ძ. / 27,0 კგძ·მ), რომელიც რვასაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა კომბინაციაში, იძლევა HEV ვერსიის 42 mpg-მდე საწვავის ეკონომიას ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის. ძალური სისტემის ყველა ვარიანტი აღჭურვილია წყლის ინტეგრირებული ელექტროტუმბოთი (EWP). გაგრილების ეს ერთიანი სისტემა აერთიანებს ცალკეულ კონტურებს, ამცირებს წონას და ამავდროულად ინარჩუნებს თერმული მართვის მაღალ ეფექტიანობას, ეკონომიურობასა და საიმედოობას.
ახალი TUCSON Plug-in Hybrid ელექტრო და ბენზინის ძრავების სიმძლავრეს აერთიანებს. იგი აღჭურვილია 1,6-ლიტრიანი ტურბო ძრავითა და დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით, რომელთა ერთობლივი სიმძლავრე 292 PS-ს, ხოლო ბრუნს 38,7 კგძ·მ-ს შეადგენს. სავარაუდო 81 კმ-იანი სრულად ელექტრული სვლის მარაგის წყალობით, მძღოლებს ყოველდღიური მგავრობა მხოლოდ ბატარეის ენერგიით შ შეუძლიათ, რაც ამცირებს საწვავის მოხმარებასა და საოპერაციო ხარჯებს. 7,2 კვტ სიმძლავრის ბორტზე დამონტაჟებული დამტენი უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას როგორც სახლში, ისე საჯარო დამტენ სადგურებზე. უფრო ხანგრძლივი მგზავრობისას კი ავტომობილი შეუფერხებლად გადადის ბენზინის მოხმარებაზე.
როგორ აუმჯობესებს Pleos Connect-ის განვითარებადი სისტემა ავტომობილში ყოველდღიურ გამოცდილებას?
ახალი TUCSON მძღოლსა და მგზავრებს ციფრულ სალონში ჩაძირვის შთამბეჭდავ გამოცდილებას სთავაზობს, რომელსაც მუდმივად განვითარებადი ინოვაციები განაპირობებს.
Pleos Connect – Hyundai Motor-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც Android Automotive OS (AAOS)-ის ბაზაზეა შექმნილი, აერთიანებს 17- ან 12,9-დუიმიან ძირითად სენსორულ ეკრანსა და 9,9-დუიმიან თხელ ეკრანს. ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი და გამოცდილება (UI/UX), მათ შორის სამი თითით ჟესტების მართვა და ერთ ეკრანზე მუშაობის გაფართოებული რეჟიმი, ხელს უწყობს ყურადღების გაფანტვის შემცირებას და მართვის პროცესს უფრო ჭკვიანურსა და შეუფერხებელს ხდის.
ამ გამოცდილების საფუძველს Gleo AI წარმოადგენს – ავტომობილში ინტეგრირებულ აგენტურ ხელოვნურ ინტელექტს (AI), რომელსაც ბუნებრივი სასაუბრო ენისა და მომხმარებლის კონტექსტის გაგება შეუძლია. ეს ამცირებს მენიუებში ნავიგაციის საჭიროებას. მძღოლს შეუძლია უბრალოდ იკითხოს: „მომიძებნე სალაშქრო ბილიკის საწყისი წერტილი, სადაც პარკინგიც არის და მანქანით მისასვლელად 30 წუთზე მეტი არ დამჭირდება“. სისტემა მოთხოვნის კონტექსტის გათვალისწინებით შესაბამის შედეგებს წარადგენს. ასეთი სასაუბრო ინტერფეისი ეკრანთან უშუალო ურთიერთქმედების საჭიროებას ამცირებს და ავტომობილში უფრო ინტუიციურ გამოცდილებას უზრუნველყოფს.
AAOS პლატფორმაზე შექმნილი Pleos Connect უზრუნველყოფს მესამე მხარის სერვისების – მათ შორის გასართობი და პროდუქტიულობის აპლიკაციებისა და თამაშების უშუალო ინტეგრაციას. ამისთვის სმარტფონის ეკრანის ავტომობილზე ასახვა ან ხელით დაკავშირების დამატებითი მოქმედებები საჭირო არ არის. საინფორმაციო-გასართობი სისტემა განახლებებს უსადენოდ, OTA (Over-the-Air) ტექნოლოგიით იღებს, რაც ავტომობილს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდეს მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად.
როგორ გამოხატავს ახალი TUCSON Hyundai Motor-ის ერთგულებას ხარისხის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის მიმართ?
ახალი TUCSON-ის ყოვლისმომცველი კონსტრუქცია თავიდანვე ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს განსაკუთრებული ხარისხი, გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ხანგრძლივი საიმედოობა. Hyundai Motor-ის დადასტურებულ საინჟინრო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავტომობილი გადის კონსტრუქციული სიმტკიცისა და აკუსტიკური მახასიათებლების მკაცრ შემოწმებას. ამასთან, იგი აერთიანებს მგზავრთა დაცვის, მძღოლის მონიტორინგისა და მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც სხვადასხვა პირობებში თავდაჯერებულ მართვას უწყობს ხელს.
კონსტრუქციული სიმტკიცე ახალი TUCSON-ის ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველია. ძარის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებში ფართოდ გამოიყენება ცხელი შტამპვის ფოლადი, რაც ზრდის დარტყმისადმი მდგრადობასა და ძარის სიმტკიცეს. გაძლიერებული ცენტრალური სვეტები და შეჯახებისას ენერგიის განაწილებისა და მართვის მრავალწერტილიანი სისტემა ეფექტიანად შთანთქავს და ანაწილებს დარტყმით დატვირთვებს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში კონსტრუქციული მთლიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ზუსტი საინჟინრო გადაწყვეტები ყოველდღიურ გამოყენებაში ხარისხსა და საიმედოობას კიდევ უფრო აუმჯობესებს. აკუსტიკური ინჟინერია ამცირებს სალონში ხმაურს, ხოლო გაუმჯობესებული ხმაურის იზოლაცია, აეროდინამიკური დახვეწა და ჰერმეტიზაციის ტექნოლოგიები უფრო წყნარ და კომფორტულ გარემოს ქმნის. ეს გარემოებები ხანგრძლივი მგზავრობისას მგზავრების დაღლილობის შემცირებას უწყობს ხელს. ჰერმეტიზაციისა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებული ზომები კი ავტომობილის ძირითად კომპონენტებს ტენისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს.
სალონში ინტეგრირებული ინტელექტუალური სისტემები უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. სალონის მონიტორინგის სისტემა (In-Cabin Monitoring Unit – ICMU) რეალურ დროში აკვირდება მძღოლის თვალების მოძრაობასა და ძილიანობის ნიშნებს და დაღლილობის შესახებ წინასწარ გასცემს გაფრთხილებას, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობით გამოწვეული ინციდენტების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ბავშვების სალონში ყოფნის ამოცნობის სისტემა (Child Presence Detection – CPD) და უკანა სავარძლებზე მგზავრების შეხსენების სისტემა (Rear Occupant Alert – ROA) მძღოლს ავტომატურად ატყობინებს, იმის შესახებ, თუ ავტომობილში უყურადღებოდ დარჩნენ ბავშვები ან შინაური ცხოველები, რითაც მგზავრთა დაცვის დამატებით დონეს უზრუნველყოფს.
უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე დამატებითი ტექნოლოგიები მართვისას თავდაჯერებულობას კიდევ უფრო ზრდის. სიჩქარის შეზღუდვის ინტელექტუალური დამხმარე სისტემა (Intelligent Speed Limit Assist – ISLA) ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვის ნიშნებს და ავტომობილის დაყენებულ სიჩქარეს ავტომატურად არეგულირებს, რათა მძღოლს სიჩქარის ცვალებადი შეზღუდვების დაცვაში დაეხმაროს. ნავიგაციასთან დაკავშირებული ჭკვიანი კრუიზკონტროლი (Navigation-Linked Smart Cruise Control – NSCC) წინასწარ ამცირებს სიჩქარეს მოახლოებულ მოსახვევებთან და გზის სხვა მონაკვეთებთან, მათ შორის წრიულ მოძრაობასთან, გზაჯვარედინებსა და სიჩქარის შემზღუდავ ბორცვებთან მიახლოებისას, რომელთა შესახებ ინფორმაციას ნავიგაციის მონაცემებიდან იღებს.
ხარისხის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ეს ზომები ერთიან, ყოვლისმომცველ მიდგომას ქმნის, რომელსაც მართვის გამოცდილებას ახალ დონეზე აჰყავს და მძღოლს თავდაჯერებულობას ჰმატებს, როგორც სპონტანური შაბათ-კვირის გასვლების დროს, ისე ქვეყნის მასშტაბით ხანგრძლივი საგზაო მოგზაურობებისა და ბუნებაში თავგადასავლების დროს.
როგორ უწყობს ხელს ახალი TUCSON-ის მოწინავე მართვის ტექნოლოგიები თავდაჯერებულ გადაადგილებასა და ახალი ადგილების აღმოჩენას?
ახალი TUCSON აღჭურვილია მრავალი მოწინავე ტექნოლოგიით, რომლებიც გადაადგილების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. Hyundai Motor-ის საინჟინრო გამოცდილებითა და ტექნიკური ცოდნით გამყარებული, გამოცდილი და საიმედო ტექნოლოგიები მძღოლებს საშუალებას აძლევს, სამუშაო დღეებიდან შეუფერხებლად გადავიდნენ შაბათ-კვირის თავგადასავლებზე და რთულ, არაპროგნოზირებად რელიეფზეც თავდაჯერებულად გადაადგილდნენ.
უფრო თავდაჯერებული გადაადგილებისთვის სრულიად ახალი TUCSON-ი წარმოადგენს Hyundai Motor-ის პირველ Smart Terrain Assist (STA) სისტეემას. რელიეფის სირთულის რეალურ დროში შეფასებისას სისტემა აანალიზებს მოჭიდებისა და მოცურების პირობებს და მძღოლს ვიზუალურ მითითებებს აწვდის მწვანე, ნარინჯისფერი ან წითელი ინდიკატორის – „გაჭედვის რისკის მაჩვენებლის“ – სახით.
STA-ს შესავსებად, სამიზნე სიჩქარის კონტროლი (2- 25 კმ/სთ) ავტომატურად მართავს აჩქარებასა და დამუხრუჭებას, რათა რელიეფის პირობების შესაბამისად მძღოლის მიერ შერჩეული სიჩქარე შეინარჩუნოს. დაბალი სიჩქარით გამავლობის მართვის ეს დამხმარე სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, საჭის მართვაზე კონცენტრირდეს, ხოლო ავტომობილი თავად არეგულირებს სიმძლავრის მიწოდებას. შედეგად, რთულ რელიეფზე გადაადგილება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება როგორც გამოცდილი, ისე დამწყები მძღოლებისთვის.
ასევე ხელმისაწვდომია კლასში პირველი Memory Reversing Assist – MRA სისტემა, რომელსაც შეუძლია 30 კმ/სთ-მდე სიჩქარით გავლილი გზის დამახსოვრება და ვიწრო გზებზე უკუსვლით მოძრაობისას საჭის მართვაში ავტომატური დახმარება. ხოლო დამატებით, რელიეფის ხედვის სისტემა (Ground View Monitor – GVM) უზრუნველყოფს ავტომობილის წინ მდებარე და მის ქვეშ არსებული რელიეფის ხილულ გამოსახულებას, რაც დაბრკოლებების უკეთ აღქმას უწყობს ხელს.
მისაბმელის ბუქსირებისას მისაბმელით უკუსვლით მოძრაობის დამხმარე სისტემა (Trailer Reverse Assist – TRA) საჭის მიმართულებას ნახევრად ავტომატურად არეგულირებს, ამარტივებს რთულ მანევრებს და მართვას უფრო ინტუიციურს ხდის.
ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ახალი TUCSON-ის HEV მოდელის ბუქსირების მაქსიმალური შესაძლებლობა 3 000 ფუნტს (1 361 კგ) აღწევს, რაც წინა მოდელთან შედარებით 1 000 ფუნტით მეტია. ეს ავტომობილს იდეალურს ხდის შაბათ-კვირის მოგზაურობებისთვის ნავით, კემპინგის მისაბმელით ან სხვა ტიპის მისაბმელით.ევროპული მოდელების ხაზში ბუქსირების შესაძლებლობები ასევე გაუმჯობესებულია: წინა თაობასთან შედარებით, შიდა წვის ძრავის (ICE) მქონე ვერსიის მაჩვენებელი 350 კგ-ით, ჰიბრიდული (HEV) ვერსიისა – 260 კგ-ით, ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდის (PHEV) ვერსიისა – 450 კგ-ით გაიზარდა. შედეგად, მძღოლებს სთავაზობს კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს ძრავისა და ტრანსმისიის ხაზის მიხედვით.
რა უნიკალური მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა XRT და XRT PRO მოდელები?
ახალი TUCSON-ის სხვადასხვა ვერსია ავტომობილის ხასიათის განსხვავებულ მხარეებს წარმოაჩენს.
TUCSON XRT – გამძლე, თავგადასავლებისთვის შექმნილი ხასიათი: XRT გამოირჩევა გაუმჯობესებული, უხეში სტილის დეტალებით, რომლებიც ავტომობილს გზაზე შთამბეჭდავ იერს ანიჭებს. წინა ნაწილის ფართო მოპირკეთება, რომელიც ფასადის დიდ ნაწილზე ვრცელდება, და გაფართოებული შავი მოპირკეთება ბორბლების თაღებზე ქვედა ძარის ნაწილს გარს ეკვრის და ქმნის უფრო გამძლე, მაღალი გამავლობის SUV-ის შთაბეჭდილებას.
ბორბლების თაღებსა და ქვედა შავ პანელებზე გამოყენებული დაწნეხილი ნახშირბადის ბოჭკოს (forged carbon) სტილით შთაგონებული დიზაინის მოტივი ავტომობილს მეტ სიმტკიცეს სძენს და XRT-ის გამორჩეულ, გარე აქტივობებზე ორიენტირებულ ხასიათს უსვამს ხაზს. ბამპერებისა და დამცავი ფირფიტების თამამი დიზაინი ქვედა ნაწილის დამცავ კონსტრუქციებს გამოკვეთს და აძლიერებს ავტომობილის უფრო მტკიცე იერს.
TUCSON XRT PRO – მაქსიმალური შესაძლებლობები თავგადასავლებისთვის: XRT PRO გაუმჯობესებულ დაცვას, მართვის მეტ კონტროლსა და ფუნქციურობას აერთიანებს, რაც მაღალი გამავლობის საინჟინრო გადაწყვეტილებებისა და დიზაინის შედეგია. აღჭურვილია ოთხი წამყვანი ბორბლით, ყველა ტიპის რელიეფისთვის განკუთვნილი საბურავებით, დიდი შესვლა-გასვლის კუთხეებითა და წინა საბუქსირე კაუჭებით, XRT PRO შექმნილია სათავგადასავლო მოგზაურობებისთვის. გაზრდილი კლირენსი (210 მმ, სტანდარტულ მოდელთან შედარებით +30 მმ) და გაფართოებული დამცავი მოპირკეთება, რომელზეც ნახშირბადის ბოჭკოს მსგავსი სტილით შთაგონებული ნიმუშებია გამოყენებული, ქვედა ძარის ნაწილს უკეთ იცავს და მოდელის თავგადასავლებისთვის მზადყოფნის ხასიათს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
წინა და უკანა ნაწილების დიზაინში გამოყენებული მკვეთრი ვერტიკალური ხაზები ყურადღებას ძირითად ფუნქციურ ელემენტებზე ამახვილებს, ხოლო თამამი, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ფორმების მქონე დისკები, რომლებზეც ყველა ტიპის რელიეფისთვის განკუთვნილი საბურავებია დამონტაჟებული, XRT-ის მაღალი გამავლობის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გამოკვეთს. სალონში მუქი ფერის მეტალისგან დეტალების მოპირკეთება, XRT-ისთვის ექსკლუზიური სავარძლების ნიმუშები და ლოგოები, მოდელის დიზაინს ერთიან, გამორჩეულ იერს ანიჭებს.
ახალი TUCSON-ის სპორტული ხასიათით შთაგონებული ახალი ვერსიის დებიუტი 2026 წლის 12 ოქტომბერს, პარიზის საავტომობილო ჩვენებაზე შედგება.
როგორ განიმტკიცა TUCSON-მა თავისი პოზიცია, როგორც გლობალური SUV-ის საკულტო მოდელმა?
2004 წელს დებიუტის შემდეგ, TUCSON-მა მსოფლიო მასშტაბით Hyundai Motor-ის ყველაზე გაყიდვადი SUV-ის სტატუსი მოიპოვა. გლობალური გაყიდვების ჯამური მაჩვენებელმა, 11,1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. TUCSON კვლავ ბრენდის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება.
აშშ გახლავთ TUCSON-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი და გლობალური გაყიდვების ჯამური მოცულობის დაახლოებით 20%- ს შეადგენს. აშშ-ში განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ჰიბრიდული ვერსიების მიმართ მოთხოვნა: 2025 წელს ჰიბრიდულ მოდელებზე TUCSON-ის მთლიანი გაყიდვების 31 პროცენტი მოდიოდა. ეს მაჩვენებელი ბაზარზე ელექტრიფიცირებული SUV-ების მზარდ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
როდის და სად იქნება ხელმისაწვდომი სრულიად ახალი TUCSON?
სრულიად ახალი TUCSON-ის გაყიდვები კორეაში მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო 2027 წელს მას ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და სხვა გლობალური ბაზრების მომხმარებლებსაც წარუდგენენ.
გაეცანით სრულიად ახალ TUCSON-ს დეტალურად
- ნახეთ სრულიად ახალი TUCSON-ის ოფიციალური წარდგენის ვიდეო Hyundai Worldwide-ის YouTube-არხზე.
- აღმოაჩინეთ სრულიად ახალი TUCSON-ის მთავარი მახასიათებლები https://www.hyundai.com/worldwide/en/suv/tucson-2026/highlights