- IONIQ 6 N – საუკეთესო სპორტული ელექტრომობილი;
- TUCSON Plug-in Hybrid – გახდა საუკეთესო მეორადი ჰიბრიდული საოჯახო (SUV) ავტომობილი;
- SANTA FE (წინა თაობა) – დასახელდა საუკეთესო მეორად ჰიბრიდულ შვიდადგილიან საოჯახო ავტომობილად.
გამარჯვებულებს ყოველწლიურად ირჩევს What Car?-ის ექსპერტთა გუნდი, რომელიც აფასებს ბაზარზე არსებულ როგორც ახალ, ისე მეორად ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს.
სეული, ლეზერჰედი, დიდი ბრიტანეთი, 7 სექტემბერი, 2026 – კომპანია Hyundai Motor-მა 2026 წლის What Car? ელექტრომობილების დაჯილდოებაზე მოიპოვა სამი ჯილდო, მათ შორისაა ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო ელექტრომობილი მაღალი წარმადობით, რომელიც ერგო IONIQ 6 N – ს.
ჯილდოები, რომლებსაც ყოველწლიურად What Car?-ის გამოცდილი ექსპერტების გუნდი ანიჭებს, ბაზარზე არსებული საუკეთესო ახალი და მეორადი ელექტრიფიცირებული ავტომობილების აღიარებას ემსახურება. ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას – უმაღლესი წარმადობიდან დაწყებული, საუკეთესო ფასისა და ხარისხის თანაფარდობის მქონე მეორადი ავტომობილებით დასრულებული.
დამატებით, IONIQ 6 N-ისთვის მიღებულ ჯილდოსთან ერთად, კომპანიამ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მეორადი ჰიბრიდული საოჯახო SUV ავტომობილის კატეგორიაში – ამჟამინდელი თაობის TUCSON Plug-in Hybrid-ისთვის და საუკეთესო მეორადი ჰიბრიდული შვიდადგილიანი MPV – წინა თაობის SANTA FE-სთვის.
,,დიდ ბრიტანეთში Hyundai Motor – ის თითოეული მოდელი გამოირჩევა, როგორც მრავალფეროვნებით, ისე თითოეული მოდელის დახვეწილობით. თითოეული ავტომობილის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის პრაქტიკულობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას, იქნება ეს საოჯახო ავტომობილი, სპორტული მოდელი თუ მათ შორის არსებული ნებისმიერი კატეგორია.
გადაწყვეტილებები მხოლოდ რამდენიმე წელზე გათვლით არ მიიღება – მთავარი აქცენტი გრძელვადიან პერსპექტივაზე კეთდება. შედეგად, ავტომობილები ათი წლის შემდეგაც ისეთივე მიმზიდველია, როგორიც შეძენისას, სრულიად ახალ მდგომარეობაში.
What Car?-ისგან მიღებული აღიარება, რომელიც ავტომობილების მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ამ შრომისა და ძალისხმევის დასტურია.
Ashley Andrew
Hyundai-სა და Genesis-ს დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი ‘’
რა მიზეზით გახდა IONIQ 6 N საუკეთესო სპორტული ელექტრომობილი?
ელექტრომობილების მაღალი წარმადობის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა IONIQ 6 N. მისი ორძრავიანი სისტემა გამოიმუშავებს მაქსიმუმ 650 PS სიმძლავრესა და 770 ნმ ბრუნს. N Launch Control სისტემის გამოყენებით ავტომობილი 0-დან 62 მილი/სთ-მდე (დაახლოებით 100 კმ/სთ) აჩქარებას სულ რაღაც 3,2 წამში ახერხებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 მილი/სთ-მდე (დაახლოებით 257 კმ/სთ) შესაძლოა განვითარდეს.
84 კვტ⋅სთ ტევადობის ბატარეა უზრუნველყოფს WLTP სტანდარტით განსაზღვრულ, მაქსიმუმ 302 მილის (დაახლოებით 486 კმ-ის) სავალი მანძილის დაფარვას. Hyundai-ის N e-Shift ვირტუალური გადაცემათა კოლოფი და N Active Sound+ სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლმა მიიღოს შიდაწვისძრავიანი სპორტული ავტომობილის მართვის მსგავსი შეგრძნება.
,,მიუხედავად იმისა, რიმ ბევრი ელექტრომობილი სწრაფია, IONIQ 6 N გამორჩეულია იმით, რომ შთამბეჭდავ სისწრაფეს აერთიანებს ისეთ მანევრულობასა და მართვისგან პროცესიდან მიღებულ სიამოვნებად, რომელსაც ვერც ერთი კონკურენტი ვერ უტოლდება. მძღოლს შეუძლია ავტომობილის მართვის ხასიათის საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა – უფრო მშვიდი და სტაბილური მართვიდან უფრო დინამიკურ და ემოციურ მართვამდე. Hyundai-ის N e-Shift ვირტუალური გადაცემათა კოლოფი კი ოსტატურად იმეორებს რეალური გადაცემათა კოლოფის მუშაობას, რაც მართვის პროცესში ჩართულობისა და ავტომობილზე კონტროლის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
სტივ ჰანტინგფორდი
What Car?-ის რედაქტორი
რატომ დასახელდა TUCSON Plug-in Hybrid საუკეთესო მეორად საოჯახო SUV-ად?
მეორადი ავტომობილების კატეგორიაში, მიმდინარე TUCSON 1.6 T-GDi Plug-in Hybrid დასახელდა საუკეთესო მეორად ჰიბრიდულ საოჯახო SUV-ად.
TUCSON PHEV აერთიანებს 1.6-ლიტრიან T-GDi Smartstream ძრავსა და 13.8 კვტ⋅სთ ტევადობის ბატარეას. მისი ჯამური სიმძლავრე 288 ცხენის ძალას (PS), ხოლო მაქსიმალური ბრუნვის სიხშირე 379 ნმ-ს შეადგენს. ავტომობილს ასევე შეუძლია მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით, გამონაბოლქვის გარეშე, WLTP სტანდარტით განსაზღვრული მაქსიმუმ 43.5 მილის (დაახლოებით 70 კმ-ის) გავლა.
,, ამჟამინდელი Hyundai Tucson ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო SUV იყო ბაზარზე, რაც მისი მდიდარი აღჭურვილობით, კომფორტული და მოსახერხებელი ინტერიერით არის განპირობებული. გარდა ამისა, Plug-in Hybrid (PHEV) ვერსია რეალურ პირობებშიც ელექტროენერგიით საკმაოდ დიდ მანძილს გადის. მიუხედავად იმისა, რომ მეორადი ავტომობილების უმეტესობაზე კვლავ გავრცელდება მწარმოებლის თავდაპირველი გარანტია, მათი შეძენა ბაზარზე ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
სტივ ჰანტინგფორდი
What Car?-ის რედაქტორი ‘’
რა გახდა SANTA FE-სთვის ჯილდოს მინიჭების მიზეზი?
წარმატებების სერიას აგრძელებს წინა თაობის SANTA FE, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2018-დან 2024 წლამდე იყიდებოდა და საუკეთესო მეორად ჰიბრიდულ, შვიდადგილიან საოჯახო ავტომობილად (MPV) დასახელდა.
შვიდადგილიანი საოჯახო SUV აღჭურვილი იყო 1.6-ლიტრიანი T-GDi ჰიბრიდული ძლიერი აგრეგატით, რომლის სიმძლავრე 261 ცხენის ძალას (bhp) შეადგენდა. მყიდველებს ასევე შეეძლოთ Plug-in Hybrid (დამუხტვადი ჰიბრიდული) ვერსიის არჩევა და ასევე ხუთ წლამდე ასაკის ავტომობილებზე კვლავ ვრცელდება Hyundai Motor-ის ხუთწლიანი გარანტია გარბენის შეუზღუდავი ლიმიტით.
,,თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ახალი Santa Fe, რომელიც კვლავ ინარჩუნებს წლის საუკეთესო შვიდადგილიანი SUV-ის ტიტულს – ნამდვილად ღირს წინა თაობის განხილვა. ის დიდი, პრაქტიკული და ფასის თვალსაზრისით ხელსაყრელი ავტომობილია, რომელიც შესანიშნავი არჩევანია ოჯახისთვის. ამასთან, Hyundai-ს ყველა მოდელის მსგავსად, ისიც გამოირჩევა ბრენდის საიმედოობის მაღალი რეპუტაციითა და ხანგრძლივი გარანტიით.
სტივ ჰანტინგფორდი
What Car?-ის რედაქტორი ‘’
როგორ განამტკიცებს ეს წარმატება Hyundai Motor-ის მიღწევებს What Car?-ის დაჯილდოებაზე?
წლევანდელი ჯილდოები კიდევ უფრო ამყარებს Hyundai Motor-ის წარმატების სერიას What Car?-ის დაჯილდოებაზე.
მიმდინარე თაობის SANTA FE 2026 წელს გამოცემის მიერ წლის საუკეთესო შვიდადგილიან SUV-ად დასახელდა, რითაც 2025 წელს მოპოვებული იგივე ტიტული კიდევ ერთხელ განამტკიცა.
IONIQ 6 N-ის გამარჯვება კი გაგრძელებაა IONIQ 5 N-ის წარმატების, რომელმაც 2025 წელს What Car?-ის ტექნოლოგიური ჯილდო (Technology Award) და საუკეთესო ელექტრო სპორტული ჰეჩბეკის (Best Electric Hot Hatch) ტიტული დაიმსახურა.
ეს მიღწევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai Motor-ის სპორტული N ბრენდის მზარდ წარმატებასა და განვითარებას ელექტრომობილების ეპოქაში.