გააზიარე

JD Power-ის 2026 წლის აშშ-ის საწყისი ხარისხის კვლევაში Hyundai-ის სამმა მოდელმა საკუთარ სეგმენტში პირველი ადგილი დაიკავა.

Hyundai JD Power
  • Hyundai Santa Cruz ზედიზედ მესამე წელია საშუალო ზომის პიკაპების (Midsize Pickup) სეგმენტში პირველ ადგილს იკავებს.
  • Hyundai Santa Cruz, SONATA და VENUE საკუთარ სეგმენტებში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოდელებად დასახელდნენ.
  • Hyundai KONA და ELANTRA თავიანთ სეგმენტებში მეორე ადგილზე გავიდნენ.
  • Hyundai აგრძელებს მაღალი საწყისი ხარისხის დემონსტრირებას ავტომობილების ძირითად კატეგორიებში.

FOUNTAIN VALLEY, კალიფორნია, 2026 წლის 25 ივნისი – Hyundai Motor America-მ განაცხადა, რომ JD Power-ის 2026 წლის აშშ-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (U.S. Initial Quality Study) შესანიშნავი შედეგები აჩვენა. Hyundai-ის სამმა მოდელმა საკუთარ სეგმენტში უმაღლესი შეფასება მიიღო, რომელიც 100 ავტომობილზე დაფიქსირებული პრობლემების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. Hyundai Santa Cruz უკვე ზედიზედ მესამე წელია ლიდერობს საშუალო ზომის პიკაპების (Midsize Pickup) სეგმენტში. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai-ის უნარს, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებში სტაბილურად უზრუნველყოს მაღალი საწყისი ხარისხი.

Hyundai Motor Company - JD Power

2026 Hyundai Santa Cruz – საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტის ლიდერი

2026 წლის Hyundai Santa Cruz აგრძელებს საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტის ახალი სტანდარტების შექმნას, SUV-ის კომფორტის, პიკაპის პრაქტიკულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უნიკალური შერწყმით.

ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი Santa Cruz, გამოირჩევა დახვეწილი მართვის დინამიკით, ინტუიციური მულტიმედიური სისტემითა და მრავალფუნქციური სატვირთო სივრცით, რომელიც სხვადასხვა საჭიროებას მარტივად ერგება.

JD Power-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (IQS) სეგმენტში ზედიზედ მესამე გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai Santa Cruz-ის მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონეს რეალურ ყოველდღიურ გამოყენებაში.

Hyundai Santa Cruz

2026 Hyundai VENUE – მცირე ზომის SUV-ების სეგმენტის ლიდერი

2026 წლის Hyundai VENUE მცირე ზომის SUV-ების სეგმენტში გამოირჩევა პრაქტიკულობით, კომპაქტური და ფუნქციური დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია.

ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისთვის შექმნილი VENUE აერთიანებს ეკონომიურობას, ინტუიციურ ფუნქციებსა და გამორჩეულ ღირებულებას, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ არჩევანად აქცევს თავის კლასში.

JD Power-ის 2026 წლის საწყისი ხარისხის კვლევაში (IQS) სეგმენტში პირველი ადგილის დაკავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai-ის უნარს, შესთავაზოს მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და საიმედოობის ავტომობილები საწყისი კლასის SUV-ების კატეგორიაშიც. 

Hyundai Venue

2026 Hyundai SONATA – საშუალო ზომის სედანების სეგმენტის ლიდერი

2026 წლის Hyundai SONATA თანამედროვე დიზაინს, უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიებსა და ეფექტურ ძრავებს აერთიანებს, რაც მას კომფორტული და სასიამოვნო მართვის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

ინტუიციური მართვის ელემენტები, გაუმჯობესებული კავშირისა (Connectivity) და მძღოლზე ორიენტირებული ინტერიერის წყალობით, SONATA ავტომობილის ფლობის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

JD Power-ის 2026 წლის საწყისი ხარისხის კვლევაში (IQS) საშუალო ზომის სედანების სეგმენტში პირველი ადგილის დაკავება Hyundai-ის მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს, შექმნას მაღალი ხარისხის, კომფორტული და პრაქტიკული ავტომობილები, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებაში მომხმარებლის მოლოდინს სრულად ამართლებს.

Hyundai SONATA

2026 Hyundai ELANTRA – კომპაქტური სედანების სეგმენტში მეორე ადგილი

2026 წლის Hyundai ELANTRA JD Power-ის 2026 წლის აშშ-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (IQS)კომპაქტური სედანების სეგმენტში მეორე ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოდელად დასახელდა.

ELANTRA გამოირჩევა ეკონომიურობით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინით, რაც კომფორტულ და პრაქტიკულ ყოველდღიურ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai-ის მაღალ სტანდარტებს საწყისი ხარისხის მიმართულებით და კომპანიის წარმატებას ავტომობილების სხვადასხვა სეგმენტში მაღალი ხარისხისა და საიმედოობის უზრუნველყოფაში.

Hyundai ELANTRA

2026 Hyundai KONA – მცირე ზომის SUV-ების სეგმენტში მეორე ადგილი

2026 წლის Hyundai KONA JD Power-ის 2026 წლის აშშ-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (IQS) მცირე ზომის SUV-ების სეგმენტში მეორე ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოდელად დასახელდა.

KONA აერთიანებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, მოწინავე დაკავშირების (Connectivity) შესაძლებლობებს, მანევრულობასა და ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულობას, რაც მას კომფორტულ და მრავალმხრივ არჩევანად აქცევს.

ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai-ის მაღალ სტანდარტებს საწყისი ხარისხის მიმართულებით და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფისადმი კომპანიის ერთგულებას.

Hyundai KONA

კვლევის შედეგები 

  • გასულ წლებთან შედარებით, ავტოინდუსტრიაში საწყისი ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა — შეფასებული 10 კატეგორიიდან 9-ში პრობლემების რაოდენობა შემცირდა.
  • საწყისი ხარისხი იზომება 100 ავტომობილზე დაფიქსირებული პრობლემების რაოდენობით (PP100) ავტომობილის ფლობის პირველი 90 დღის განმავლობაში. რაც უფრო დაბალია PP100-ის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ავტომობილის ხარისხი.
  • JD Power-ის 2026 წლის კვლევა ეფუძნება 2026 წლის მოდელის ახალი ავტომობილების 78,514 მყიდველისა და ლიზინგის მომხმარებლის პასუხებს.
  • ერთადერთი კატეგორია, სადაც გამოწვევები გაიზარდა, ინფოტეინმენტის სისტემებია, რაც ძირითადად სმარტფონთან დაკავშირების პრობლემებს უკავშირდება, მათ შორის Android Auto-სა და Apple CarPlay-ის ინტეგრაციას.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი