Auto Express-ის დაჯილდოება წარმატებული აღმოჩნდა Hyundai-სთვის, სადაც სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა 6 ჯილდო მოიპოვა. ჯილდოებს შორის აღსანიშნავია “წლის ავტომობილის” წოდება, რომელიც Hyundai ioniq 5-ს ერგო. Ioniq 5 ასევე გახდა კომპანიის საუკეთესო საშუალო ზომის ავტომობილი, პრემიუმ კლასის საუკეთესო ელექტრომობილი და შეინარჩუნა დიზაინის პრესტიჟული ჯილდოც. Ioniq 5-თან ერთად Tucson-მა მოიპოვა საუკეთესო საშუალო ზომის SUV-ის წოდება და i20N-მა ყველაზე ემოციური ჰეჩბეკის ჯილდო.
Auto Express ახალი ავტომობილების დაჯილდოვების ცერემონია დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს, როდესაც 1993 წელს პირველი ღონისძიება გაიმართა.
“როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ Concept 45, რომელიც უკვე Ioniq 5-ის სახით წარსდგა ჩვენს წინაშე, ვიცოდით რომ განსაკუთრებული სიახლეები გველოდებოდა. Ioniq 5 არის გამორჩეული სტილის, ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური ავტომობილი. ის უბრალოდ საოცრებაა” განაცხადა სტივ ფაულერმა (Auto Express-ის ხელმძღვანელი)
როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ “საუკეთესო საშუალო ზომის SUV-ის” ჯილდო Hyundai Tucson-ს ერგო, რომლის შესახებაც სტივ ფაულერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და ავტომობილს ჩვენი დროის საუკეთესო SUV-ი უწოდა. ავტომობილის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული იყვნენ გამომცდელებიც, რომლებმაც Tucson-ი სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასეს და მისი ხარისხითა და ინტერიერის მოწყობით მოიხიბლნენ.
ჰიუნდაი საკუთარ ავტომობილებს N Line-ის საშუალებით სპორტულ ხასიათს უღვივებს. სწორედ ასეთი ფიცხი, ემოციური და გამორჩეულია ახალი i20N, რომელმაც ყველაზე ემოციური ავტომობილის ჯილდო ღირსეულად დაისაკუთრა. i20N არის ავტომობილი, რომლის განუსაზღვრელ სიამოვნებას ანიჭებს მძღოლს. ავტომობილი მისი აჩქარებითა და მართვის კონტროლის შესაძლებლობებით აუცილებლად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
” ძალიან ბედნიერი ვართ, რომ დღეს Auto Express-ის დაჯილდოვებაზე 6 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოვიპოვეთ. ის, რომ Ioniq 5 გახდა 4 ჯილდოს მფლობელი მიგვანიშნებს თუ რა შორს წავიდა Hyundai და რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრო ავტომობილი შევქმენით. ეს ფაქტი დიდ აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში და მხოლოდ წინსვლისკენ გვიბიძგებს.” განაცხადა ეშლი ენდრიუმ (ჰიუნდაი UK-ის მმართველი დირექტორი)