სეული, 13 ნოემბერი, 2024 – Hyundai Motor-მა IONIQ 9-ის ინტერიერის დეტალები გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია ბრენდის პირველი, სრულად ელექტრო სამ-რიგიანი სპორტული უნივერსალის უნიკალური მახასიათებლები. IONIQ ხაზის ავტომობილებისათვის ამ მოდელის დამატება ცხადყოფს კომპანიის სწრაფვას ელექტრო ტექნოლოგიების მიმართ და გამოკვეთს ბრენდის, როგორც ლიდერის პოზიციას ელექტრომობილების სფეროში.
IONIQ 9 წარმოადგენს Hyundai Motor-ის მიერ ელექტრომობილების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავების დასტურს, რაც განპირობებული იყო IONIQ 5-ის და IONIQ 6-ის წარმატებით. IONIQ 9-ის სივრცული ინტერიერის მეშვეობით, მოსალოდნელია, რომ მოდელი ნამდვილ რევოლუციას მოახდენს ელექტრომობილების ინდუსტრიაში.
,,IONIQ 9 იდეალურია სრულყოფილი დასვენებისთვის,” განაცხადა სიმონ ლოსბიმ, ჰიუნდაის დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. ,,მოდელის ინტერიერი, რომელიც შთაგონებულია ბუნებით და კარგად ასახავს ჩვენს პროგრესულ მიდგომას მომავლის ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მგზავრების კომფორტზე, ჰარმონიულად ერწყმის სატრანსპორტო საშუალებების მოსალოდნელ მომავალს.”
IONIQ 9-ის საჰაერო ხომალდის მსგავსი სილუეტი ქმნის ინტერიერს, რომელიც მგზავრთა კომფორტზეა ორიენტირებული. მოდელის სივრცული ინტერიერი განპირობებულია Hyundai Motor-ის მოწინავე პლატფორმით Electric-Global Modular Platform (E-GMP). სავარძლის რიგებს შორის იატაკის სწორი ზედაპირი კი ამარტივებს გადაადგილებას ავტომობილის შიგნით.
სივრცის გარდა, მოდელის ინტერიერი გამოირჩევა დიზაინის რბილი, ელიფსური ელემენტებით, როგორიცაა კარის პანელები და სახელურები, რომლებიც მშვიდ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის.
ამ 3-რიგიან, სრულიად ელექტრო სპორტულ უნვიერსალში 7 მგზავრამდე ეტევა. მოდელის ინტერიერის დიზაინი აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის მგზავრების მოთხოვნებს და და მორგებულია მათ საჭიროებებზე.
IONIQ ხაზის ავტომობილების უნიკალურ ელექტრო მახასიათებლებთან ერთად IONIQ 9-ს სივრცული პარამეტრები მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას ანიჭებს.