გააზიარე

სრულიად ახალი SANTA FE.

ჰიუნდაიმ  ახალი, სრულად შეცვლილი Santa Fe წარმოადგინა. მოდელიდატვირთულია ახალი ფუნქციებით, რომლებიც აქტიური დასვენებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე დაყრდნობითააშექმნილი. 

“ახალი Santa Fe არის სპორტულიუნივერსალი, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ სამართავად. იგი შეუდარებელიაროგორც ოჯახური მგზავრობებისთვის, ასევე ლაშქრობაში გასამგზავრებლადაც” – ამბობსსანგიუპ ლი, Hyundai Global Design Center-ის აღმასრულებელი პრეზიდენტი და ხელმძღვანელი.„უფრო გრძელი თვლების ბაზის, ფართო ინტერიერის და ტერასისებრი საბარგულის მეშვეობით,ახალი Santa Fe აერთიანებს სპორტული უნივერსალის ყველა ღირსებას და მომხმარებლებს მეტფუნქციურობას და პრემიუმ გამოცდილებას სთავაზობს”. 

გაძლიერებულიშეგრძნებები და უნიკალური დიზაინი

სრულიადახალი Santa Fe-ს ყუთისებრი ფორმა და გამორჩეული სილუეტი მოდელის გრძელი თვლების ბაზითდა დიდი უკანა საბარგულითაა განპირობებული. 

მაღალიკაპოტის, H- ფორმის ფარების და მახვილი ფრთების წყალობით, ავტომობილის წინა ნაწილიმომხმარებლებში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ვიზუალური სისრულისთვის, H-ფორმის ფარებიიდეალურად ერწყმის აგრეთვე H-ფორმის ქვედა პანელს. H – ფორმის ელემენტები ჰიუნდაისბრენდის ლოგოს უკავშირდება.  

გრძელითვლების ბაზის წყალობით, გვერდხედში ყურებისას დაინახავთ განსაკუთრებული დიზაინის სახურავს,მასიურ გვერდით ფრთებს, მკაფიო კონტურის მქონე თვლის თაღებს.

მოდელიგამოირჩევა მინიმალისტური უკანა ნაწილით და ამით აბალანსებს ავტომობილის საერთო ვიზუალს.  მეტი ჰარმონიულობისთვის, H – ფორმის უკანა გაბარიტულიდა წინა ფარები გაერთიანებულია, რაც უზრუნველყოფს დაუვიწყარ მართვის გამოცდილებას დღისდა ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

დიდი უკანასივრცის და ფართო სალონის წყალობით, მოდელი საუკეთესოა მსგავსი ტიპის ავტომობილებს შორის

ახალიSanta Fe-ს სალონში საკმარისი სივრცეა თავგადასავლების მოყვარულებისა და მათი აღჭურვილობისთვის.ავტომობილის გარდაქმნა უპრობლემოდაა შესაძლებელი ბუნებაში ღამის გასათევ სივრცედ.  საბარგულის კარის გახსნისას, ტერასაზე ყოფნის შეგრძნებაგეუფლებათ.  სრულად დაკეცვადი მეორე და მესამერიგის სავარძლები გამოარჩევს მოდელს იმავე კლასის სხვა ავტომობილებისგან.  ჩამოთვლილი მახასიათებლების მეშვეობით, მომხმარებლებსსაშუალება ეძლევათ კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებაში. 

ახალიSanta Fe გამოირჩევა ახალი, მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით, მათ შორისაა პანორამულიმრუდი ეკრანი და ორმაგი უკაბელო დატენვის სისტემა. მრუდი დისპლეი ერთმანეთთან აკავშირებს12.3-დუიმიან ციფრულ საზომ ხელსაწყოთა ბლოკს და საინფორმაციო გასართობსისტემას, აძლიერებს მძღოლის ხილვადობას და ანიჭებს მას დაუვიწყარ გამოცდილებას.

გარდა ამისა,მკვეთრი ფერის სავარძლები და სალონის ჭერის ზედაპირი აძლიერებს სივრცის შეგრძნებას,ხოლო ინტერიერის ხის დეტალები,  სავარძლებიNappa ტყავის ზედაპირით და მინიმალისტური ნაქარგით ინტერიერს მეტ დახვეწილობას მატებს.

ახალი სპორტულიუნივერსალის შექმნისას, აგრეთვე მრავალი ეკოლოგიური მასალაა გამოყენებული.  ჭერის ზედაპირი, ხალიჩები და მე-2 და მე-3 სავარძლისსაზურგეები დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან, ხოლოუსაფრთხოების ბალიში და კარის საპირეების ზედაპირი – ეკოლოგიური ტყავისგან. 

ინტერიერისადა ექსტერიერის ფერები, შთაგონებული ბუნებრივი განათებით, ხაზს უსვამს სრულიად ახალიSanta Fe-ს უნიკალურობას, შემოაქვს შთაგონება და სიცოცხლისუნარიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიდა თავგადასავლები როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ.

ახალიSanta Fe-ის მსოფლიო პრემიერა აგვისტოში, ჰიუნდაის ოფიციალურ YouTube არხზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი