SANTA FE Carwow Awards-ზე 2025 წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა
SANTA FE-მ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და Carwow Awards-ზე 2025 წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.
გარდა ამისა, მოდელმა ინტერნეტ საზოგადოებაში ოჯახური ღირებულებების ჯილდოც დაიმსახურა, შემდეგ კი – კიდევ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა და საუკეთესო ტექნოლოგიურ ინოვაციად დასახელდა. საბოლოოდ, Hyundai-მ წლის ბრენდის წოდება დაიმსახურა.
გამარჯვებულები Carwow-ს სარედაქციო გუნდის წევრებმა გამოავლინეს, რომლებმაც ასობით ავტომობილიდან საუკეთესოები შეარჩიეს. გამარჯვებულების შერჩევისას სარედაქციო გუნდმა განიხილა ავტომობილთა შემდეგი მახასიათებლები: ღირებულება, სამუშაო პარამეტრები, ეფექტურობა, კომფორტი და პრაქტიკულობა.
,,ჰიუნდაიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იგი ქმნის არა მხოლოდ საოცარი დიზაინის მქონე ავტომობილებს; ამ ბრენდის მოდელები ტექნოლოგიური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. IONIQ 5-ის შემთხვევაში კი, ელექტრომობილების მართვა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა. ამჟამად სხვა მწარმოებლები არ გვთავაზობენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორსაც გვთავაზობს Hyundai.”
მეტ ვოტსონი
Carwow-ს საინფორმაციო სამსახურის დირექტორი
ჟიურის რჩეული გახდა SANTA FE, რომელმაც გამოცემა Carwow-ს წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტული დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და სხვა მრავალ ნომინაციაშიც გაიმარჯვა (მაგ., საავტომობილო გამოცემა What Car?-მა საუკეთესო ჰიბრიდულ 7-ადგილიან ავტომობილად დაასახელა, ხოლო შოტლანდიის საავტომობილო მწერალთა ასოციაციამ – საუკეთესო შიდა წვის ძრავის მქონე დიდი ზომის ავტომობილად).
SANTA FE-ს ახალი მოდელების ხაზი შედგება ჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდული მოდელებისაგან. მოდელი გამოირჩევა უნიკალური, ოთხკუთხა დიზაინით, რომლის მიზანია ავტომობილში სივრცის შექმნა დასვენებისა თუ სხვადასხვა აქტივობების დროს. სრულად დაკეცვადი მეორე და მესამე რიგის სავარძლები გამოარჩევს მოდელს იმავე კლასის სხვა ავტომობილებისაგან. გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების ფუნქციებით და მძღოლის დამხმარე ჭკვიანი სისტემებით (Hyundai Smart Sense Advanced Driver Assistance Systems).
,,,Hyundai SANTA FE ფანტასტიური უნივერსალია, რომლის მართვაც მარტივი და კომფორტულია”. ავტომობილის ინტერიერი შესრულებულია საუკეთესო ხარისხის მასალებით, ფასი კი – ბიუჯეტური მოდელების მსგავსია, რამაც ჩვენზე განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს საუკეთესო მოდელია ოჯახებისათვის, თუმცა, დიზაინით და ხარისხით იგი პრემიუმ კლასის ავტომობილებს მოგაგონებთ. ავტომობილში 7 მგზავრამდე ეტევა. სავარძლების მესამე რიგის დაკეცვის შემთხვევაში კი ინტერიერში გამაოგნებლად დიდი სივრცე იქმნება. ეს ძალიან პრაქტიკულია.”
მეტ ვოტსონი
Carwow-ს საინფორმაციო სამსახურის დირექტორმა
ჯილდო მოიპვა IONIQ 5 N-მაც
,,Hyundai IONIQ 5 N-ი არის დასტური იმისა, რომ ელექტრომობილის მართვა შესაძლებელია სრულიად განმაცვიფრებელი იყოს. რა თქმა უნდა, მძლავრი ბატარეა და სხვა უნიკალური მახასიათებლების ერთობლიობა დაუვიწყარ სამუშაო მახასიათებლებს ქმნის, თუმცა, ძრავის ჟღერადობის და გადაცემათა გადართვის იმიტაცია ამ მოდელს კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობას მატებს. მოდელის შექმნისას გამოყენებული საინჟინრო გადაწყვეტილებები საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა, იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ამ ავტომობილის მართვა სახეზე ღიმილს მოგგვრით.”
მეტ ვოტსონი
Carwow-ს საინფორმაციო დირექტორი
Carwow-ს საინფორმაციო დირექტორი
,,გამოცემა Carwow-ს მიერ Hyundai-ს ორი მოდელის, ახალი SANTA FE-ს და IONIQ 5 N-ის, აღიარება ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი ავტომობილები. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ მოდელებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვართ, აგრეთვე, დაიმსახურებს მომხმარებელთა მოწონებას”.