გააზიარე

N Vision 74.

პრესტიჟული გამოფენა Concorso d’Eleganza Villa d’Este 2023 ჰიუნდაი მოტორის ტრიუმფად იქცა. N ხაზის მოდელმა N Vision 74-მა, რომელიც კომპანიამ ცნობილ საერთაშორისო გამოფენაზე წარსადგენად შეარჩია, დამთვალიერებლების უდიდესი ყურადღება და აღფრთოვანება დაიმსახურა.

slide image
slide image
slide image
slide image

მოდელის თავდაპირველი პრეზენტაცია, კონცეფცია Pony Coupe-თან ერთად, კომოს ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე, Hyundai Reunion-ზე შედგა, რომელიც კომპანიის
პირველი Heritage Project-ის აღსანიშნად გაიმართა. გამოფენა Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე კი, რომელიც კლასიკური და კონცეპტუალური ავტომობილების სამ ყველაზე ცნობილ ავტოშოუს შორისაა, ჰიუნდაიმ საზოგადოების ყურადღება კომპანიის მოდელების უნიკალური დიზაინისკენ მიმართა და მდგრადი ტექნოლოგიების შესახებ საკუთარ ხედვას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

N ხაზის მოდელი N Vision 74 ჰიუნდაიმ პირველად 2022 წელს წარადგინა. უნიკალური წყალბადის ძრავით აღჭურვილი, ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილის დიზაინი ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს მიერ შექმნილი მოდელით, 1974 Pony Coupe Concept-ითაა შთაგონებული. N Vision 74 ჰიუნდაის ისტორიული ვიზუალის, უახლესი ტექნოლოგიებისა და N ხაზის მაღალი წარმადობის შესანიშნავი სინთეზია და Hyundai N-ის ელექტრიფიკაციის მდგრადი მომავლის ხედვას წარმოადგენს.

slide image
slide image
slide image
slide image
slide image

N Vision 74 წყალბადის უნიკალური სათბობი ელემენტის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ბატარეაზე მომუშავე ძრავისა და წყალბადის სათბობი ელემენტის მძლავრ მახასიათებლებს აერთიანებს. ავტომობილი გამოირჩევა სტაბილური გამომავალი სიმძლავრით, რაც ზოგადად ელექტრო ავტომობილებისათვის ნაკლებადაა დამახასიათებელი. უნიკალურ, ჰიბრიდულ მოდელს 5 წუთში ხელახლა დამუხტვის შესაძლებლობა აქვს, რომლის დახმარებითაც ის თავის პოტენციალს სრულად იყენებს.

N Vision 74 აღჭურვილია მარცხენა და მარჯვენა უკანა ბორბლებზე განლაგებული დამოუკიდებელი ორმაგი ძრავებით. ავტომობილის სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა და მას 4 წამზე ნაკლებში 0 კმ/სთ-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია. 600 კილომეტრის გასავლელად საჭირო ენერგიის გამომუშავებისთვის, ავტომობილს აქვს წინ მდებარე 85 კვტ/სთ სიმძლავრის წყალბადის სათბობი ელემენტის ბლოკით, მძღოლსა და მგზავრს შორის მდებარე 62 კვტ/სთ სიმძლავრის ლითიუმ-იონური ბატარეით და უკან განთავსებული ორი, 2.1 კგ-იანი წყალბადის ავზით.

“Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე მონაწილეობა დიდი პატივია და ხაზს უსვამს ჰიუნდაი მოტორის შესანიშნავ თავგადასავალს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ გველოდება. მომავალი, რომლის მხოლოდ წარმოდგენა შეგვეძლო, თანდათან რეალობა ხდება. უბრალო სატრანსპორტო საშუალებიდან ავტომობილი იქცა მობილურობის პლატფორმად, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ჰიუნდაი კი ამ ტრანსფორმაციის ეპიცენტრში იქნება და მომავლის გადაადგილების საშუალებებს საკუთარი ისტორიის შთაგონებით შექმნის“, – აღნიშნა Hyundai Motor Group-ის პრეზიდენტმა და მთავარმა კრეატიულმა დირექტორმა, ლუკ დონკერვოლკემ.

მას შემდეგ, რაც N Vision 74-მა 2022 წლის TopGear.com-ის დაჯილდოებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ჰიუნდაი მოწინავე ტექნოლოგიებისა და ისტორიული დიზაინის იდეალური ბალანსის დაცვას ცდილობს. მოდელი Pony Coupe-ის თამამ კონცეფციას მომავლის დიზაინად გარდაქმნის. მისი ვიზუალი Pony Coupe-ის სადა ექსტერიერის მსგავსია — პროპორციული კორპუსითა და ცენტრალური დგარით, მძღოლზე ორიენტირებული ღია კაბინა კი შექმნილია ისტორიული და თანამედროვე ელემენტების — ციფრული ხელსაწყოთა პანელისა და ანალოგური ღილაკების შერწყმით.

მსგავსი სიახლეები

Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars