სეული, 2025 წლის 25 მარტი – Hyundai Motor-მა ახალი ,,ოცნების ელექტრომობილის”, INSTEROID-ის, ფოტოები გამოაქვეყნა. სპორტული დიზაინის წყალობით, ყველაზე გაყიდვადი მოდელი INSTER-ი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. Hyundai-მ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა მომხმარებლების ემოციური კავშირი ბრენდისადმი.
ახალი ავტომობილი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, INSTER-ის ბაზაზეა შექმნილი. მოდელის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ იგი თავგადასავლებისთვისაა შექმნილი. 2024 წლის ივნისში გამოშვების შემდგომ, INSTER-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილი გახდა ევროპასა და კორეაში.
INSTEROID-ი შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებს ელექტრომობილებისადმი ემოციური კავშირი გაუჩინოს. მოდელის თითოეული დეტალი გამორჩეულია: ხელსაწყოთა მართვის პანელი, ღილაკები, უკანა ანტიფრთა და დისკებიც კი INSTEROID-ის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.
Hyundai-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ახალი მოდელის კომპიუტერული თამაშებით შთაგონებული და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი დიზაინი მოიცავს გაუმჯობესებული დიზაინის თვლის საფართოებელ პანელებს, 21-დუიმიან დისკებს, ანტიფრთასა და დიფუზორს. ამ მოდელისათვის დამახასიათებელი პიქსელური LED მაშუქები კი ავტომობილის დიზაინს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
მოდელის დიზაინი ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის დიზაინერების გუნდის ინოვაციურ ხედვას. კომპიუტერული თამაშებით შთაგონებული შთამბეჭდავი ვიზუალის და დახვეწილი საინჟინრო გადაწყვეტილებების წყალობით, ეს ელექტრომობილი ციფრული სამყაროს ნაწილს მოაგონებთ.