TUSCON HEV
უსაფრთხოების სისტემა
ტუსანში ინტეგრირებულია ჰიუნდაის უსაფრთხოების სისტემა Smartsense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე
უხილავი ზონიდან მოახლოებულ ავტომობილს ციფრულ საინფორმაციო დაფაზე დაინახავთ

უხილავი ზონიდან მანქანის მოახლოების სენსორი
სისტემა სენსორების დახმარებით აღმოაჩენს სხვა ავტომობილს უხილავ წერტილებში და ზოლის შეცვლისას ან პარალელური პარკირების ადგილიდან გამოსვლისას შეჯახების თავიდან ასაცილებლად გაფრთხილებთ ან ავტომატურად ამუხრუჭებს.

შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა (FCA)
წინ მიმავალი ავტომობილის მიერ სვლის შენელების, ქვეითის ან ველოსიპედისტის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა აფრთხილებს მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს.

ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი
ჭკვიანი კრუიზ კონტროლი ავტომატური სიჩქარის კონტროლით ინარჩუნებს დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან წინასწარ დადგენილ ზღვრამდე.

უკანა მხრიდან შეჯახების აცილების სისტემა
ცუდი ხილვადობის ადგილებიდან უკუსვლით გამოსვლისას, სისტემა გაფრთხილებთ გვერდიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს.

ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა
ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა იყენებს ავტომობილის წინა ნაწილში ინტეგრირებულ კამერას მონიშვნის მისადევნებლად. არასასურველი ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, ის გაგაფრთხილებთ და შეუძლია გამოიყენოს საწინააღმდეგო საჭის მომენტი, რათა მანქანა უკან დააბრუნოს ზოლში.