მართვისა და უსაფრთხოების
უახლესი ფუნქციები
მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიები მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ ნებისმიერი მგზავრობისას.

უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე
უხილავი ზონიდან მოახლოებულ ავტომობილს ციფრულ საინფორმაციო დაფაზე დაინახავთ

ინფორმაციის პროექცია საქარე მინაზე
ყველა საჭირო ინფორმაცია პროექცირდება საქარე მინაზე – რაც საშუალებას გაძლევთ დარჩეთ კონცენტრირებული მართვაზე ყოველგვარი ყურადღების გაფანტვის გარეშე.

360 გრადუსიანი ხედვის მონიტორი
იდეალურია პარკირებისას. Surround View მონიტორის მეშვეობით შესაძლებელია სივრცის 360-გრადუსიანი გამოსახულების ნახვა, რაც მანევრირებას კიდევ უფრო ამარტივებს
ციფრული ცენტრალური სარკე
ციფრული ცენტრალური სარკე შეუცვლელია მძღოლის ხილვადობისა და უსაფრთხოების გაზრდისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია გამოსახულების მკაფიოდ, ფართო კუთხით დანახვა, ის, აგრეთვე, აუმჯობესებს ხილვადობას სიბნელეში.
დაცვა ყველა კუთხიდან

10 უსაფრთხოების ბალიში
ახალ SANTA FE-ში უსაფრთხოების ბალიშის რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მეტ დაცვას განაპირობებს კრიტიკულ სიტუაციებში. უსაფრთხოების ბალიშები განთავსებულია მე-2 რიგის გვერდითა სივრცეებში, მძღოლის სამუხლის ადგილას, ცენტრალურ სივრცეებში, 2 ბალიში წინ, 2 ბალიში უკან და 2 ფარდა ბალიში, რომელიც მე-3 რიგის სავარძლების დაცვის ფუნქციასაც ითავსებს

უკანა სავარძლების შემოწმების სისტემა
სისტემა ულტრაბგერითი სენსორის საშუალებით უკანა სავარძლებს აკონტროლებს და თავდაპირვერველად მძღოლს სავარძლების შემოწმებას ახსენებს. მძღოლის მანქანიდან გადასვლის შემდეგ, უკანა სავარძელზე მოზრაობის შემჩნევის შემთხვევაში კი ხმოვანი შეტყობინება და განათებები ირთვება.
უსაფრთხოების სისტემა
Smartsense
მაგისტრალზე მართვის დამხმარე სისტემა
მაგისტრალებზე მართვის დამხმარე სისტემა, მომხმარებლებს მე-2 დონის ავტონომიურ მართვას სთავაზობს. სისტემა აკონტროლებს ავტომობილის სიჩქარესა და მანძილს, ეხმარება მძღოლს სავალი ზოლის შეცვლაში
დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა Remote Smart Parking Assist 2 (RSPA2)
ავტომობილს დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე, შეუძლია რამდენიმე ტიპის პარკირება, სადგომზე უკუსვლით შესვლა და სადგომიდან გამოსვლა
წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა
წინ მიმავალი ავტომობილის მიერ სვლის შენელების, ქვეითის ან ველოსიპედისტის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა აფრთხილებს მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს
უკან მომავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა(RCCA).
ცუდი ხილვადობის ადგილებიდან უკუსვლით გამოსვლისას, სისტემა გაფრთხილებთ გვერდიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს