მართვისა და უსაფრთხოების
უახლესი ფუნქციები

უხილავი ზონის ჩვენება
საინფორმაციო დაფაზე

4 კამერა წრიული 360˚ ხედვისთვის

7 უსაფრთხოების ბალიში

Palisade-ში 7 უსაფრთხოების ბალიშია: მძღოლისა და მგზავრის წინა, გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, ფარდა ბალიშები. გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები სრულად ფარავს მესამე რიგსაც.
უსაფრთხოების სისტემა Smartsense

ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა
ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა იყენებს ავტომობილის წინა ნაწილში ინტეგრირებულ კამერას მონიშვნის მისადევნებლად. არასასურველი ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, ის გაგაფრთხილებთ და შეუძლია გამოიყენოს საწინააღმდეგო საჭის მომენტი, რათა მანქანა უკან დააბრუნოს ზოლში.

წინიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (FCA)
წინ მიმავალი ავტომობილის მიერ სვლის შენელების, ქვეითის ან ველოსიპედისტის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა აფრთხილებს მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს.

უკანა სავარძლების შემოწმების სისტემა
სისტემა ულტრაბგერითი სენსორის საშუალებით უკანა სავარძლებს აკონტროლებს და თავდაპირვერველად მძღოლს სავარძლების შემოწმებას ახსენებს. მძღოლის მანქანიდან გადასვლის შემდეგ, უკანა სავარძელზე მოზრაობის შემჩნევის შემთხვევაში კი ხმოვანი შეტყობინება და განათებები ირთვება.

ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადასვლის სისტემა (SEA)
სისტემა ავტომობილიდან გადასვლის დროს უკანა მხრიდან მოახლოებულ ავტომობილზე გაფრთხილებთ. ასევე, საბავშვო საკეტის დახმარებით კარი რჩება დაკეტილ მდგომარეობაში.

პარკირების დამხმარე სისტემა
პარკირების დროს სწორი მანძილის შენარჩუნებაში გეხმარებათ და ირგვლივ არსებულ ობიექტებთან შეჯახების შესახებ გაფრთხიელბთ

ავტომატური მუხრუჭი მრავლჯერადი დაჯახებისას
ავტომატურად აკონტროლებს მუხრუჭს უბედური შემთხვევის დროს, რათა შეამციროს დამატებითი შეჯახებების რისკი.