მართვისა და უსაფრთხოების
უახლესი ფუნქციები
უხილავი ზონის ჩვენების მონიტორი/ 360 გრადუსიანი ხედვის მონიტორი
უსაფრთხოების სისტემა Smartsense
ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა
ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა იყენებს ავტომობილის წინა ნაწილში ინტეგრირებულ კამერას მონიშვნის მისადევნებლად. არასასურველი ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, ის გაგაფრთხილებთ და შეუძლია გამოიყენოს საწინააღმდეგო საჭის მომენტი, რათა მანქანა უკან დააბრუნოს ზოლში.
მძღოლის გამაფრთხილებელი სისტემა (DAW).
მძღოლის გამაფრთხილებელი სისტემა აკონტროლებს მძღოლის ყურადღებას ავტომობილის მართვის დროს და აძლევს მას დასვენების რეკომენდაციას საჭიროების შემთხვევაში.
უკანა მხრიდან შეჯახების აცილების სისტემა
ცუდი ხილვადობის ადგილებიდან უკუსვლით გამოსვლისას, სისტემა გაფრთხილებთ გვერდიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს.
დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა
გამოიყენეთ დისტანციური პარკირება ვიწრო ადგილებში – შეგიძლიათ ავტომობილი გასაღებით, მხოლოდ ღილაკის გამოყენებით, წინ და უკან გადაადგილოთ.
უხილავი ზონიდან მანქანის მოახლოების სენსორი
სისტემა სენსორების დახმარებით აღმოაჩენს სხვა ავტომობილს უხილავ წერტილებში და ზოლის შეცვლისას ან პარალელური პარკირების ადგილიდან გამოსვლისას შეჯახების თავიდან ასაცილებლად გაფრთხილებთ ან ავტომატურად ამუხრუჭებს.
წინიდან შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (FCA)
წინ მიმავალი ავტომობილის მიერ სვლის შენელების, ქვეითის ან ველოსიპედისტის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა აფრთხილებს მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს.
ჭკვიანი კრუიზ- კონტროლი ( NSCC)
ჭკვიანი კრუიზ კონტროლი ავტომატური სიჩქარის კონტროლით ინარჩუნებს დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან წინასწარ დადგენილ ზღვრამდე.