გააზიარე

კომპანია Hyundai Motor-მა GOOD DESIGN AWARDS-ის 17 ნომინაციაში გაიმარჯვა

Hyundai Motor Company-მ და Hyundai Motor Group-ის რობოტიკის ლაბორატორიამ დაჯილდოება GOOD DESIGN Awards-ის 17 ნომინაციაში გაიმარჯვა. Hyundai Motor-მა 12, ხოლო რობოტიკის ლაბორატორიამ – 5 ჯილდო დაიმსახურა.

კომპანია Hyundai Motor-მა GOOD DESIGN-ის გრაფიკული დიზაინის ნომინაციაში 5 ჯილდო დაიმსახურა შემდეგი პროექტებისთვის:

კომპანიამ სამი ჯილდო მოიპოვა სატრანსპორტო საშუალებების დიზაინის კატეგორიაში, მათ შორის მოდელი PONY-ის დიფუზორისთვის და საყოფაცხოვრებო დამტენი მოწყობილობისთვის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების სამი კონცეფციისთვის: DICE (Digital Curated Experience), SPACE (Spatial Curated Experience), და CITY POD.

კომპანია Hyundai Motor-მა აგრეთვე გაიმარჯვა ნომინაციებში: გადამუშავებული მასალებით შექმნილი პროდუქტი ( Re:Style Keyring Collection), განათება (მულტიფუნქციური სანათი Multi-Lantern), შესაფუთი მასალები (ქაღალდის ეკო-მეგობრული შეფუთვა).

slide image
slide image
slide image

რობოტიკის ლაბორატორიამ ხუთი ჯილდო დაიმსახურა შემდეგი პროდუქტებისთვის: სამხრე რობოტი X-ble Shoulder, რობოტი MobED Delivery, უსაფრთხოების ზომების შემმოწმებელი რობოტი, რობოტი DAL-e და რობოტი Service Robot DAL-e. შედეგად, წელს რობოტიკის ლაბორატორიამ აღნიშნულ დარგში დაწესებული ჯილდოების ნახევარი მოიპოვა.

slide image
slide image
slide image

გამარჯვებული პროდუქტებისგან უმრავლესობამ უკვე სხვა პრესტიჟული ჯილდოებიც დაიმსახურა, მაგ. iF Design Award, Red Dot Design Award 2024, IDEA Design Award 2024 და 2024 New York Festival Advertising Award, რაც კიდევ უფრო უსვამს ხას მათ განსაკუთრებულობას.

iF Design Awards-სა და Red Dot Design Awards-ში გამარჯვების შემდგომ, გამოფენა Hyundai Heritage ‘PONY’ -ის ბრენდინგმა 2024 წელს დაჯილდოება IDEA Design Awards-ის ოქროს ჯილდო დაიმსახურა. გარდა ამისა, საკოლექციო წიგნმა Hyundai Heritage Retrace Collection Book ‘PONY, IDEA Design Awards 2024-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში ,,კურატორის ფავორიტი”. ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელმაც გასულ წელს ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

უსაფრთხოების ზომების შემმოწმებელმა რობოტმა კი აღიარება დიზაინის დარგში არსებულო ოთხივე კონკურსში მოიპოვა (Red Dot ((ნომინაციაში ‘საუკეთესოთა შორის საუკეთესო’), iF, IDEA, და GOOD DESIGN® ). რობოტმა DAL-e Delivery გაიმარჯვა დაჯილდოებებზე Red Dot, GOOD DESIGN® (აშშ), და GOOD DESIGN (კორეა), ხოლო რობოტმა MobED Delivery – (Red Dot (ნომინაციაში ‘საუკეთესოთა შორის საუკეთესო’), iF, IDEA, და GOOD DESIGN® ).

დაჯილდოება GOOD DESIGN® 1950 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი პირველი დაჯილდოებაა დიზაინის სფეროში, რომელიც ცნობილია მისი პრესტიჟულობით. პრიზები დაწესებულია ჩიკაგოს ათენაუმის მიერ: (არქიტექტურისა და დიზაინის მუზეუმი და არქიტექტურის, ხელოვნების, დიზაინისა და ურბანული კვლევების ევროპული ცენტრი).

აღნიშნული დაწესებულებები თავად ირჩევენ თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს. შერჩევისას ისინი იყენებენ მახასიათებლების შეფასების კომპლექსურ მიდგომას და ითვალისწინებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროდუქტის ესთეტიკა, ინოვაციურობა, ახალი ტექნოლოგიები, ფორმა, გამოყენებული მასალები, კომპოზიცია, კონცეფცია, ფუნქცია, პრაქტიკულობა, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიურობა.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი