2021 Hyundai Tucson

ჰიუნდაი ტუსანი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქროსოვერიაამ დროისთვის, ახალი ტუსანის შექმნაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.
მისმა პროტოტიპმა ტესტირებებზე უკვე გაიარა მილიონ კილომეტრზე მეტი და უახლოეს თვეებში პრემიერისთვისაც იქნება მზად.

დიზაინი:

მომავალი თაობის ტუსანის ვიზუალს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური.
 
ჰიუნდაის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ  მომავლის ტუსანის ვიზუალი ძალიან შთამბეჭდავი, საინტერესო და ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელიც კი იქნებოდა მნახველებისთვის
ჰიუნდაის მთავარი დიზაინერი, სან ჯუპე ლის განცხადებით, მომავლის ტუსონს არანაირი საერთო არ ექნება ამჟამინდელ მოდელთან, თუმცა ავტომობილი კვლავ შეინარჩუნებს იმ თვისებებს, რის გამოც უამრავი ადამიანი ირჩევს მას მთელ მსოფლიოში.მომავალი თაობის ტუსანი შეგვიძლია მივამსგავსოთ ჰიუნდაის კონცეპტურ ავტომობილს Vision T-, რომელიც ბრენდმა ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგინა.

ინტერიერი და აღჭურვილობა:

გვპირდებიან, რომ მეოთხე თაობის ტუსანი ამჟამინდელ მოდელთან შედარებით ბევრად კომფორტული იქნება და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დატოვებს მომხმარებლებზე. ინტერიერში გამოყენებული პლასტმასი ჩანაცვლდება ეკომეგობრული, მაღალხარისხიანი მასალებით. მაღალი კომპლექტაციის მოდელში კი შეძლებთ აირჩიოთ ტყავით მოპირკეთებული ინტერიერიც

რაც შეეხება კავშირსა და მულტიმედიას:
სავარაუდოდ, ახალი ტუსანის ინტერიერი შემუშავებული იქნება Palisade-ის მსგავსად. მძღოლისთვის, საჭესთან განთავსდება მაჩვენებლების ციფრული დაფა 12.3 დიუმიანი მულტიმედიურ მონიტორთან ერთად. ავტომობილი ასევე აღჭურვილი იქნება სმარტფონის უსადენო დამტენითა და  ჭკვიანი გასაღებით, რომელიც მოგცემთ საშუალებას ავტომობილი დაქოქოთ, გააღოთ ან დაკეტოთ თქვენი სმარტფონის მეშვეობით.
ტუსანიც, რა საკვირველია, მრავლად იქნება დატვირთული უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემით, მათ შორის: სასწრაფო მუხრუჭის, ზოლის კონტროლის, უხილავი ზონების კონტროლის სისტემებითა და .