Hyundai Elantra N line

  • ახალი ჰიუნდაი ელანტრა N Line-ის მახასიათებლებს მიიღებს
  • N-Line ხაზის ქვეშ Hyundai Elantra-ზე განსაკუთრებული ყურადღება მის სპორტულ ვიზუალს, ძრავს და შასის დინამიურობას დაეთმობა.

 

ჰიუნდაიმ პირველად გამოქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც 2021 წლის Elantra N-Line არის აღბეჭდილი. მომავალი თაობის Elantra N-Line-ს სტანდარტულ მოდელთან შედარებით უფრო მძლავრი მახასიათებლები ექნება. კერძოდ, შეიცვლება მისი ვიზუალი, რომელიც უფრო მეტად დაიტვირთება სპორტული ელემენტებით, გაუმჯობესდება შასი და გაძლიერდება ძრავი. N-Line Elantra-ს წარმოებაც სტანდარტულ მოდელთან ერთად 2021 წელს იგეგმება.

ჰიუნდაის მაღალი პერფორმანსის მქონე ბრენდი „N“ დაკავებულია  „მხიარული“ ავტომობილების წარმოებით, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიუმუშავებს, მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და უფრო მეტად გვაგრძნობინებს ავტომობილის ძალას.

N-Line-ის პროდუქტის პორტფოლიოში თქვენ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული ავტოსპორტიდან დამთავრებული საბაზისო მოდელებამდე. N-Line - ეს არის ხაზი, რომელიც ავტომობილებს საკუთარი განმასხვავებელი ნიშით აუმჯობესებს, იქნება ეს ვიზუალი თუ პერფორმანსი.