VEX - ჰიუნდაის ტარებადი რობოტი

30 მარტს სეულში გამართულ ღონისძიებაზე ჰიუნდაის ახალი ტარებადი რობოტი (VEX) Red Dot Design Awards-ის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა ინოვაციური პროდუქტის ხაზში და საუკეთესო დიზაინის წოდება მოიპოვა.

Hyundai Motor Group-მა შექმნა VEX, რათა მაქსიმალურად დაიცვას წარმოებაში დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

Red Dot Design Award-ის ჟიურის წევრებისთვის გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რობოტის დიზაინმა, რომლის მოყვანილობა და მექანიზმი იდეალურად ერგება ადამიანის აგებულებას და. იცავს ადამიანის მხრებს, ბეჭებს, კუნთებსა და სახსრებს სხვადასხვა ტრავმისაგან.

„ეს ჯილდო რობოტიკის ლაბორატორიისა და ჰიუნდაის დიზაინერული ცენტრის წარმატებული თანამშრომლობის ნაყოფია. ჩვენი გუნდი საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს შექმნას ისეთი საჭირო ტექნიკა, როგორიცაა VEX, რათა მომავალში ადამიანების ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველვყოთ“ - განაცხადა Hyundai motor group-ის რობოტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.

VEX-ის კომპაქტური დიზაინი უახლესი ტექნოლოგიების დამსახურებაა. მისი ღერძი სრულიად მექანიკურია და არ მოხდა მისი დამძიმება სხვადასხვა მოწყობილობებით, მათ შორის არც ელემენტით. VEX-ის სრული წონა მხოლოდ 2.8 კგ-ს შეადგენს.