ელექტრო კონამ „საუკეთესო, მცირე ზომის საოჯახო ავტომობილის“ ჯილდო  მოიპოვა.

  • ელექტრო კონამ „საუკეთესო, მცირე ზომის საოჯახო ავტომობილის“ ჯილდო  მოიპოვა.
  • ევროპული მოგზაურობა - 24 საათში დაფარული 1600 კილომეტრი,  შემოვლილი ცხრა ქვეყანა და დამსხვრეული სტერეოტიპი.

 

ელექტრო Hyundai Kona-მ  „საუკეთესო, მცირე ზომის საოჯახო ავტომობილის“ ჯილდო მოიპოვა.

TopGear-ის ჟურნალმა გამარჯვებული მას შემდეგ დაასახელა, რაც „ევროპული მოგზაურობის“ შედეგები შეაჯამა. გარდა იმისა, რომ Kona-მ 24 საათში შეძლო 1600 კილომეტრის დაფარვა, აღსანიშნავია მისი სტაბილურობა და შთამბეჭდავი  შესაძლებლობები მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ერთ დღე-ღამეში დაფარული 1600კმ ანგრევს ელექტრო ავტომობილებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს და ამტკიცებს რომ მათ შეუძლიათ შორ მანძილზე მგზავრობა.

24 საათიანი მოგზაურობის იდეა BBC TopGear-ის ჟურნალის მთავარ რედაქტორ, ჩარლზ ტერნერს ეკუთვნოდა, რომელიც სწრაფი სატენის გამოყენებით ავტომობილს მხოლოდ 80%-მდე მუხტავდა და 24 საათში 9 ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა.  მოგზაურობა ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო და გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და ბელგიის გავლით ჰოლანდიაში დაასრულა.

„სანამ ჩვენი სამყარო თვითიზოლაციაში მოექცეოდა, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა სურვილი ემოგზაურა და გაეკეთებინა ახალი აღმოჩენები. ელექტროფიკაცია ჩვენი სამყაროს მომავალია და უნდა დავძლიოთ ის შიში, რომელიც დღეს ელექტრო ავტომობილის ყიდვისას გვექმნება. ჩვენი მოგზაურობით შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ელექტრო ავტომობილები არ არის მხოლოდ მოკლე მანძილებზე გადასაადგილებელი საშუალება,“ განაცხადა ჩარლზ ტერნერმა.