ცვლილებები მომხმარებლების მიღებისა და სერვისის მიწოდებაში.

Hyundai Auto Georgia-ს სერვის ცენტრი განაგრძობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მომსახურებას. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, იცვლება მომხმარებლების მიღებისა და სერვისის მიწოდების ფორმა. ცვლილებები ასევე შეეხო სამუშაო დროს.

ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, მომხმარებელს კომუნიკაცია ექნება მხოლოდ პერსონალურ მენეჯერთან, რომელსაც მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ავტომობილის შესახებ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შექმნილ სივრცეში, დისტანციურად. თითოეული საკითხისა და დეტალის განხილვის შემდეგ კი ვალდებულია ავტომობილის შეკეთებამდე დატოვოს ცენტრის ტერიტორია.

ცვლილებების გათვალისწინებით მომხმარებლებს ასევე ეზღუდებათ ბოქსებში და შოუ რუმში ვიზიტი.

ცვლილებების მიუხედავად არ იზღუდება სერვისების არჩევანი. შესაბამისად, თითოეულ ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს შეუძლია მიიღოს მათი ავტომობილებისათვის საჭირო ნებისმიერი სერვისი.

Hyundai Auto Georgia-ს სერვის ცენტრის განახლებული სამუშაო დროებია:

ორშაბათი - შაბათი

10:00 - 15:00 საათი.