Hyundai Concept Prophecy

სეული 14 თებერვალი 2020 - ჰიუნდაიმ ფარდა ახადა მის ახალ ელექტრო ავტომობილის კონცეპტს „Prophecy-ს” , რომელიც ამავდროულად გამოხატავს  ბრენდის ხედვას, თუ როგორი იქნება მისი მიმართულება დიზაინის კუთხით მომავალში. მსურველთათვის, ავტომობილის ნახვა შესაძლებელი იქნება ჟენევის ავტო შოუზე 3-დან 15 მარტის ჩათვლით.

       ახალი კონცეპტი ჰიუნდაის ფილოსოფიის „ Sensuous Sportiness-ის” ჭრილშია შექმნილი. მისი მოხდენილი სილუეტი კი განპირობებულია დელიკატური მოყვანილობებითა და ჩაღრმავებებით უკანა პანელზე, რაც ამავდროულად იდეალურ აეროდინამიკას უზრუნველყოფს. 

      „Prophecy” არ მიჰყვება ტრენდს. ის გამოხატავს საკუთარ თავს. მის სილამაზეს კი აქვს უნარი გაუძლოს დროის გამოცდას. „ Prophecy“ ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ჰიუნდაის სპექტრად, რომელიც უფრო შორ ჰორიზონტზე გადაიშლება“ - განაცხადა ჰიუნდაის დიზაინის გუნდის ხელმძღვანელმა Sangyep Lee-მ.

 

        კონცეპტის დასახელება „Prophecy”  ასახავს  ჰიუნდაის მომავალი დიზაინის მიმართულებას. თავად ავტომობილი კი, ჰიუნდაის ელექტრო მიმართულების სანიმუშო მაგალითად იქცევა.