ახალი თაობის EV პლატფორმის შესაქმნელად Hyundai სტარტაპ Canoo-სთან ითანამშრომლებს.

Canoo კალიფორნიული სტარტაპ კომპანიაა, რომელიც მფრინავი ტაქსებისა და თვითმართვადი ელექტრო ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. მათი სამუშაო მიმართულება და ხედვა მომავლის ტრანსპორტთან მიმართებაში საინტერესო აღმოჩნდა  კორეული ავტო მწარმოებლისთვის, რაც ამ ორი კომპანიის თანამშრომლობის  საფუძვლად იქცა.

 უახლესი ცნობების მიხედვით, ჰიუნდაის საინვესტიციო გუნდი მზად არის ინვესტიცია EV ავტომობილებისთვის ახალი ძარის შექმნაში ჩადოს, რომელსაც კომერციული დანიშნულების ავტომობილებისთვის გამოიყენებს.

​ახალი ძარის მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლებელი უნდა იყოს მასზე ნებისმიერი დიზაინის მქონე კაბინის მორგება, რაც უამრავ შესაძლებლობას გაუხსნის კარს. ძარის განვითარებასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში გამარტივდება და შემცირდება ელექტრო ავტომობილების წარმოების ხარჯი.

"მოხიბლული ვარ იმ სიჩქარით და ეფექტურობით, რომლითაც Canoo ავითარებს EV პლატფორმის არქიტექტურას. ისინი ჩვენი იდეალური საინჟინრო პარტნიორები არიან, რომელთან ერთადაც ვიქნებით წინამორბედნი მომავლის ავტომობილების განვითარებაში"- განაცხადა ალბერტ ბირმანმა (განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი Hyundai Motor Group-ში).
"ჰიუნდაისთან, როგორც მსოფლიო მასშტაბის ბრენდთან პარტნიორობა, დამატებითი მოტივატორია ვიმუშაოთ უფრო ძლიერად, რათა შევქმნათ მომავლის ელექტრო ავტომობილი" განაცხადა ულირხ კრაცმა ( Caroo-ს ხელმძღვანელი).