ელექტრო Kona გინესის რეკორდსმენია

ელექტრო Hyundai Kona გინესის რეკორდსმენია. Kona ისტორიაში შევიდა, როგორც ელექტრომობილი, რომელმაც ყველაზე დიდი სიმაღლის დაპყრობა შეძლო. წინა რეკორდს  5715.28 მეტრი შეადგენდა, თუმცა Kona-მ, ტიბეტის მთებში,  სავულის უღელტეხილზე 5731 მეტრის გავლით რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.

  "ჰიუნდაი პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ეს არის ყველაზე საამაყო და დასამახსოვრებელი დღე ყველასთვის" განაცხადა Hyundai Motors India-ს გენერალურმა დირექტორმა.
ექსპერიმენტის განმავლობაში ელექტრო Kona-სთვის ენერგიის წყაროს პორტატული დამტენიდან მიღებული ენერგია წარმოადგენდა, ხოლო ღამით ავტომობილი სტანდარტულ რეჟიმში იმუხტებოდა. 
უშუალოდ მწვერვალის დაპყრობის მომენტში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონას ენერგიის ჭკვიანმა რეგენერაციულმა სისტემამ. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციის მიმდინარეობისას ავტომობილზე არც ერთი პრობლემა გამოვლენილა მიუხედავდ ურთულესი რელიეფური და კლიმატური პირობებისა, რაც კვლავ ხაზს უსვამს ჰიუნდაის მაღალ ხარისხსა და გამძლეობას.

ბაზარზე ჰიუნდაი Kona წარმოდგენილია ორი ელექტრო 39.2 და 64kwh სიმძლავრის ძრავით. ერთ შემთხვევაში ავტომობილს 312კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია ხოლო მეორე შემთხვევაში 470-ის.