Hyundai Kona და Kona Electric

2019 წლის Hyundai Kona და Kona Electric ერთად გახდნენ ჩრდილოეთ ამერიკის წლის ავტომობილი და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. ეს იყო ბრენდის ისტორიაში პირველი გამარჯვება CUV კატეგორიაში. დაჯილდოვების ცერემონიალი ყოველწლიურად დეტროიტის აუტო შოუზე იმართება, გამარჯვებულს კი  ცნობილი  ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული  ჟიური ავლენს.  წლევანდელი  ჟიური 54 ცნობილი მედია კომპანიის წარმომადგენლისგან შედგებოდა.



"ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად ამაყი  ვიდრე დღეს ვართ. ჩვენმა ინოვაციურმა ავტომობილებმა ჩრ. ამერიკის წლის ავტომობილის ჯილდო დაიმსახურეს. კონა არის ხელმისაწვდომი, მოდური და ფუნქციური კომპაქტური CUV, რომელიც შექმნილია აქტიური ცხოვრების მიმდევარი ადამიანებისთვის. ახალი Kona აწესებს სტანდარტს მის სეგმენტში მიმზიდველი დიზაინით, თანამედროვე მაკავშირებელი ფუნქციებით და დახვეწილი უსაფრთხოების სისტემით." - ბრაიან სმიტი ოპერაციული მენეჯერი Hyundai Motor America-ში. 
Kona და Kona Electric წარმოებულია  ახალ CUV  პლატფორმაზე,  რომელიც ერგება თანამედროვე  ცხოვრების სტილს. ავტომობილი შექმნილია იმისთვის რომ მოერგოს დინამიურ მართვის სტილს, ჰქონდეს გაუმჯობესებული პერფომანსი როგორც ურბანულ ასევე სხვადასხვა საფარის და სირთულის გზებზე გადაადგილებისას.  Kona Electric-ს სრულად დამუხტვით 470კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია , რაც მის უმთავრეს ღირსებას წარმოადგენს.


ვილიამ ლი (მარჯვნივ) - პრეზიდენტი და  CEO , (Hyundai Motor America),  ბრაიან სმიტი (მარცხნივ)  - ოპერაციული მენეჯერი( Hyundai Motor America).