STARIA

ჰიუნდაიმ ახალი , პრემიუმ კლასისა და ფუტურისტული დიზაინის  MPV (Multi Purpose Vehicle) STARIA წარადგინა.

სამხრეთკორეულმა ავტო მწარმოებელმა ახალი მრავალფუნქციური ავტომობილის STARIA-ს პრემიუმ ვერსია წარადგინა.  STARIA არის ჰიუნდაის ხედვის გაგრძელება, რომ შექმნას პროდუქტი, რომელიც საზოგადოებას პროგრესში დაეხმარება. MPV აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მრავალი სისტემით, უნიკალური დიზაინის ელემენტებით კი ავტომობილი  მძღოლსა და მგზავრებს  ახალ გამოცდილებას სთავაზობს და ეხმარება, მგზავრობისთვის განკუთვნილი დრო უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ .

ერთი შეხედვით, STARIA მისი ფუტურისტული დიზაინის დამსახურებით კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ მისი წვრილი და განიერი დღის რეჟიმის ნათებისა და დიდი, განიერი ფანჯრების დამსახურებით, თუმცა ის სრულფასოვანი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური ავტომობილია მისი ტექნიკური  მონაცემებით და კომფორტისთვის საჭირო მახასიათებლებით.

"STARIA ჰიუნდაის ახალი ხაზის MPV-ის წარმომადგენელია, რომელიც გადაადგილების(მობილობის) ახალ ეპოქას იწყებს.  ის მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებასა და ფასეულობებს შესთავაზებს მისი დიზაინის მახასიათებლების დამსახურებით." განაცხადა  ჰიუნდაის ვიცე პრეზიდენტმა და ჰიუნდაის დიზაინის ხელმძღვანელმა სანგიუპ ლიმ.