Kona N

ჰიუნდაიმ ავტო მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა და ფარდა ახადა N Line-ის ახალ ოჯახის წევრს - Hyundai Kona N-ს.

საინტერესოა, რომ Kona გახდა პირველი SUV,  რომელმაც N Line-ის  მახასიათებლები მიიღო.

როგორც სურათებიდან ჩანს, KONA N გამოირჩევა სპორტული ,განიერი ძარით და აგრესიული იერით, რაც ხაზს უსვამს მის შესაძლებლობებსა და ხასიათს. Kona N-ის შექმნაში ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ, N Line-ისა და Hyundai-ის დიზაინერების გუნდმა ერთობლივად პირველად იმუშავეს, რათა SUV-ისთვის ზუსტად ის შესაძლებლობები მიენიჭებინათ, რაც სპორტულ ავტომობილს სჭირდება.

ავტომობილის წინა ნაწილში წარმოდგენილია დიდი  ცხაური, რომელიც იდეალურად ერწყმის "Hyundai"-ს დამახასიათებელ ფარებს და Kona-ს აგრესიულ გარეგნობას ანიჭებს. 
ხოლო ბამპერის ქვედა ნაწილში  განთავსებული საჰაეროები აეროდინამიკისთვისაა შექმნილი და მაქსიმალურ ეფექტს იძლევა ავტომობილის მართვის დროს. 

Kona N-ის უკანა ნაწილიც, წინას მსგავსად, დატვირთულია სპორტული და N Line-ისთვის დამახასიათებელი ელემენტებით. უკანა მხარეს გხვდება სახურავიდან ფრთების სახით გამოწეული სპოილერი, რომელშიც ინტეგრირებულია მუხრუჭის მესამე ნათურა.  დიდი და გამოკვეთილი 4 გამშვები კი ავტომობილის სულისკვეთებას გამოხატავს, რასაც მისი სპორტული ხმა კიდევ უფრო უკეთ გამოხატავს.