ახალი IONIQ 5

23 თებერვალს IONIQ 5-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

IONIQ 5 მსოფლიოში პირველი ელექტრომობილია, რომელიც სპეციალურად EV ავტომობილისთვის შექმნილ პლატფორმაზე E-GMP-ზე აიგო.  პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - არქიტექტურაა.

E-GMP გვაძლევს საშუალებას ბატარეები განვათავსოთ სიბრტყეზე, გავათავისუფლოთ უამრავი სივრცე ინტერიერისთვის და უკეთესად დავაბალანსოთ ავტომობილის წონა.

IONIQ 5-ისთვის ეკომეგობრულობა მხოლოდ მისი ელექტრო ძრავით არ განისაზღვრება. ელექტრომობილის ინტერიერი დამუშავებულია 100%-ით ნატურალური და ეკომეგობრული ქსოვილით. ამ გადაწყვეტილებას წინ  ჰიუნდაის კვლევა უძღოდა, სადაც მომხმარებლებმა უპირატესობა იმ პროდუქტებს მიენიჭა, რომელსაც გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა არ აქვს.

"IONIQ 5 მისი ტექნოლოგიურობითა და 100%-ით ეკომეგობრული ხასიათით  ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მომავლის ტრანსპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლად. როდესაც ადამიანი ამ ავტომობილს შეხედავს შეუძლია დაინახოს ის გზა, რომელსაც ავტოინდუსტრია გაჰყვება" განაცხადა დიზაინის მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა სანგ იუპ ლიმ.

სიბრტყეზე განთავსებული ბატარეების წყალობით, IONIQ 5-ის სალონში არ გვხვდება ზედმეტი კუთხეები/გამონაზარდები, რომელიც ზღუდავს სივრცეს.  ავტომობიის ინტერიერი სრულად ერგება თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებას და მგზავრობის დროს  წარმოუდგენელ კომფორტს სთავაზობს, როგორც მართვის კუთხით, ასევე იმ მახასიათებლების მრავალფეროვნებით, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება.

მსოფლიო პრემიერა: https://bit.ly/3q9Hw04