TIGER X-1

Hyundai-მ სახმელეთო ოპერაციებისთვის შექმნილი კონცეპტ რობოტი TIGER-ი ( Transforming Intelligent Ground Excursion Robot) წარადგინა.  
TIGER-ის უნიკალურობა მის ტრანსფორმაციის შესაძლებლობაშია, მას შესწევს უნარი მოერგოს ყველაზე რთულ ზედაპირს და შესაბამისი მოქმედებით დაძლიოს დაბრკოლება. სამხრეთ კორეული კომპანია ამ თვისების გამო მუშაობს მობილურ საექსპედიციო პროტოტიპ TIGER X-1-ზეც, რომლის მთავარი დანიშნულება კვლევის წარმოება იქნება ყველაზე რთულ პირობებში, მაგალითად მთვარეზე. Hyundai-სთვის TIGER UMV კატეგორიის მეორე წევრია, ამ სერიის პირველი კონცეპტი "Elevate" ბრენდმა 2019 წელს წარადგინა.


 

Hyundai-მ TIGER X-1-ის პროტოტიპი New Horizont-თან თანამშრომლობით შექმნა. პროექტში ასევე ჩართული იყო ორი ამერიკული კომპანია Autodesk (პროგრამული უზრუნველყოფა) და Sundberg-Ferar (დიზაინი). რობოტი აღჭურვილია: 8 ულტრაბგერითი სენსორით 360 გრადუსიანი ხედვის არეალით, 8 მაღალი გარჩევადობის კამერით, GPS და 4G მოდულებით.

TIGER X-1 დაფუძნებულია მოდულარულ არქიტექტურაზე, რაც საშუალებას გაძლევთ დისტანციურად, კარკასზე შეხების გარეშე, შეცვალოთ რობოტის ფორმა. ტრანსფორმაციის მქონე სავალი ნაწილით თქვენ მარტივად შეძლებთ გადააბიჯოთ დაბრკოლებას და თავი აარიდოთ სარისკო მანევრს. 
TIGER X-1-ის კარკასი დამზადებულია მსუბუქი თუმცა მტკიცე ნახშირბადის ბოჭკოს ე.წ კარბონით. საექსპედიციო რობოტი კავშირის დასამყარებლად და ბატარეების დასამუხტად UAS (Unmanned Aircraft Systems) სისტემას იყენებს.

იხილეთ ვიდეო: TIGER X-1