Hyundai NEXO

NEXO Hyundai-ს პირველი წყალბადზე მომუშავე ავტომობილია. მართალია მისი არსებობის შესახებ ცნობები რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა გაყიდვაში 2021 წელს ჩაეშვა. NEXO, როგორც გითხარით, სულ ახლახანს გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია წარმატების მოპოვებაში. მისი  პირველი ჯილდოა " ალტერნატიული ენერგიის წლის ავტომობილი", რომელიც GQ-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 4 თებერვალს გადაეცა.

NEXO ჰიუნდაის ტექნოლოგიური ფლაგმანი და ბრენდის ეკო-ავტოპარკის სანიმუშო წარმომადგენელია. მისი სისტემა საწვავის სახით იყენებს წყალბადს,რომელიც მუშაობის პროცესში გარდაიქმნება წყლად და წვეთ-წვეთობით გამოიედინება გამოსაშვები სისტემიდან, შესაბამისად ავტომობილი სრულად ეკომეგობრულია.  წყალბადის სისტემასთან ერთად ავტომობილი გამორჩეულია მისი დიზაინითაც და მძღოლის დამხმარე უნიკალური სისტემებით 

"დიდი მადლობა GQ-ს ამ უმნიშვნელოვანესი აღიარებისვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის შრომა რომელიც NEXO-ში ჩავდეთ მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან წყალბადის სისტემა 100%-ით ეკოლოგიური და ჯანსაღია.  NEXO-ს წყალბადით შესავსებად მხოლოდ 5 წუთი სჭირდება და სრული ავზით 413 მილის დაფარვა შეუძლია" განაცხადა ეშლი ენდრიუმ  Hyundai Moror UK-ის დოქტორმა.

NEXO PREMIUM SE-ს შეძენა ბრიტანეთში დაახლოებით  69 495 ფუნტად არის შესაძლებელი
ამ სპეციფიკაციის ავტომობილი აღჭურვილია ავტომატური პარკინგის სისტემით, უხილავი წერტილების ხედვის სენსორითა და კამერით,  ზოლის მიმყოლი სისტემითა და ყველა სხვა ძირითადი მძღოლის დამხმარე სისტემით, რომელსაც Hyundai SmartSense მოიცავს.

Hyundai მკაფიოდ გამოხატავს ბრენდის ხედვას, რომელიც ეკოლოგიური ტრანსპორტის შექმნისკენ არის მიმართული და დღეისათვის უკვე გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს როგორც ჰიბრიდულ ასევე ელექტრო ავტომობილების კუთხით, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. წელს უკვე ვიხილავთ ioniq 5-ს, რომელიც  პირველი ელექტრო ავტომობილი იქნება, რომელიც ელექტრო ავტომობილისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე (E-GMP) აიგება.  სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი ვარაუდობს რომ 2025 წლისთვის მათ ავტოპარკში  44 ეკო-მეგობრული მოდელი იქნება ხელმისაწვდომი, რომლიდანაც 13 ჰიბრიდული, 23 ელექტრო და 2 წყალბადის სისტემაზე მომუშავე ავტომობილი იქნება.

Hyundai-ს გუნდს წყალბადზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით განვითარებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ ახალი ბრენდი "HTWO"შექმნა, რომელიც  წყალბადის სისტემას განავითარებს და უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას.