DAL-e

Hyundai-მ შეიმუშავა მაღალტექნოლოგიური ჰუმანოიდი რობოტი "DAL-e", რომელიც მომსახურების სფეროში კონსულტაციას გაუწევს მომხმარებლებს.
ხელოვნური ინტელექტისა და მობილობის ფუნქციით ის შეუზღუდავი იქნება ურთიერთობაში და კვალიფიციურად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ჰუმანოიდი რობოტი შექმნილია, როგორც მომსახურების სფეროს მომავალი ავტომატიზირებული მოწყობილობების პიონერად. "DAL-e"-ს სახის ამომცნობი სისტემა მახსოვრობის შესაძლებლობითა და თვითგანვიარებადი კომუნიკაციის სისტემით მომხმარებელთან ურთიერთობის წარმატებით დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

" "DAL-e" - ეს არის სერვისის მომავლის პლატფორმა, მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარების ახალი საშუალება, რომელსაც სიღრმისეულად შეუძლია ინფორმაციის  გაცვლა ადამიანთან. ჩვენი მიზანია კომუნიკაცია გავხადოთ უფრო მარტივი, იუმორ ნარევი და სასიამოვნო  მომხმარებლებთან , ხოლო ის , რომელსაც რობოტი მიიღებს ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს" განაცხადა დონგ ჯინ ხუანმა, Hyundai-ს რობოტექნიკის განყოფილების ხელმძღვანელმა. 
"DAL-e"-ს  გაბარიტებით 1160X600X600მმ-ია და მისი წონა არ აღემატება 80 კგ-ს რაც კონკურენტ რობოტებთან მიმართებაში ბევრად მსუბუქი ნაკლებად მასიურია.

25 იანვარს Hyundai-მ განაცხადა, რომ "DAL-e"-ს საპილოტე ვერსია ჰიუნდაის სეულის შოურუმში ამოქმედდა და ჩართულია მომხმარებლებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში.  ის დაპროგრამებულია, რომ ურთიერთობა წარმართოს კეთილგანწყობილად, მეგობრულად და ინფორმაციულად.  მას აქვს შესაძლებლობა მოყვეს ავტომობილის დეტალების შესახებ ისტორიები და ინფორმაციულად დატვირთოს ვიზიტი.   "DAL-e" ასევე ყურადღებიანი მასპინძელია და თუ თქვენ პირბადის გარეშე შეხვალთ შოურუმში შეგახსენებთ, რომ ატაროთ ის.   Covid-19ის პერიოდში ის შეუცვლელ "კადრად" იქცა და ისეთ მომხმარებლებს ეკონტაქტება, რომლებიც ადამიანებთან შეხვედრასა და მათთან ვიზიტისგან თავს იკავებენ.