მეოთხე თაობის TUCSON ჰიბრიდული ძრავით მალე საქართველოში

ძალიან მალე, ყველაზე მოთხოვნადი Hyundai-ის SUV - მეოთხე თაობის TUCSON ჰიბრიდული ძრავით საქართველოში იქნება.

მეოთხე თაობის Tucson-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური. საშუალო ზომის SUV ვიზუალურთან ერთად ტექნიკური მახასიათებლებითაც გარდაიქმნა და მომხმარებლებს კომპლექტაციის ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

დიზაინი:

ახალი ტუსანის რევოლუციური ექსტერიერი მოიცავს სპორტულ, მკვეთრ და აგრესიულ დეტალებს.განსაკუთრებით აღსანიშნავია კლასში პირველი, რადიატორის ცხაურაში ჩამალული დღის ნათება, რომელიც ცხაურის ნაწილად აღიქმება.

Tucson-ის არაორდინალური, გამორჩეული ვიზუალი მისი ახალი პლატფორმისა და Hyundai-ს ამჟამინდელი დიზაინის მიმართულების,  "Sensuous Sportines"-ის, დამსახურებაა. 

Sensuous Sportines-ის ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა ავტომობილის დიზაინი პასუხობდეს დროს, იყოს დახვეწილი და ამავდროულად შეინარჩუნოს სპორტული იერი და ქარიზმა.
 

ინტერიერი

შესამჩნევია ცვლილებები ავტომობილის ინტერიერშიც. 

 პირველი რიგი მაღალტექნოლოგიური მულტიმედიით არის აღჭურვილი:

  • 10.25 დიუმიანი ნავიგაციის მონიტორი
  • სრულად ციფრული,10.25 დიუმიანი მაჩვენებლების დაფა
  • სრულად სენსორული ცენტრალური კონსოლი

ჰიუნდაი ტუსანი გამოირჩევა სამზონიანი კლიმატ კონტოლითა და Multi air ფუნქციით, რაც ჰაერის თანაბარ და სასიამოვნო განაწილებას უზრუნველყოფს.

ყველაფერთან ერთად, ახალი ტუსანი საბარგულისა და მეორე რიგის გაზრდილ სივრცეს გთავაზობთ.

 

უსაფრთხოების სისტემა და პერფომანსი

მეოთხე თაობის Tucson აღჭურვილია Hyundai- თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ით. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

ახალი მოდელში შეხვდებით „პერფორმანსისა“ და უსაფრთხოების ისეთ ფუქნციებს როგორიცაა:

  • მოზრაობის რეჯიმების სავალი ზედაპირების არჩევა
  • ავტომატური დამუხრუჭება
  • ,ავტომატური მუხრუჭი მრავალჯერადი შეჯაჰების ასცილებლათ
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა
  • უხილავი ზონიდან მანქანის მოახლოვების სენსორი
  • უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი
  • ზოლში მოზრაობის დამხმარე სისტემა


უსაფრთხოების კუთხით მთავარი სიახლეა 7 უსაფრთხოების აირბაგი.

მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე ჯამში 7 აირბაგი ზრუნავს. ერთ-ერთი მათგანი შუაში, წინა სავარძლებს შორისაა, რათა არ დაუშვას მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის ერთმანეთთან შეჯახება.

 

პირველად Tucson-ის არსებობის ისტორიაში ის ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდის სისტემით იქნება აღჭურვილი.

ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიდან დაწყებული დამუხტვად ჰიბრიდულ ძრავის ჩათვლით Tucson საწვავის ეფექტურად მოხმარების ეტალონია, რაც ზედმეტ ხარჯს გარიდებთ თავიდან და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.