Apple-ისა და Hyundai-ს ერთობლივი პროექტი

ცნობილ საკვირაო გამოცემა "როიოტერში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც Apple-სა და Hyundai-ს მომავალ თანამშრომლობაზეა საუბარი. სტატიის მიხედვით Apple-ის ელექტრო ავტომობილს 2022 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

როიტერმა განცხადებაში გამოიყენა "Korea IT News"-ის სტატია, სადაც საუბარია, რომ Apple და Hyundai აღნიშნულ საკითხზე  შეთანხმებას  2021 წლის მარტში გააფორმებენ.

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, 2022 წელს საზოგადოებას უკვე შეეძლება თვითმავალი ელექტრომობილის "ბეტა" ვერსიის ხილვა, ხოლო მისი მასიური წარმოება 2024 წელს, 100 000-იანი ნიშნულით იქნება შესაძლებელი.
ორი გიგანტი კომპანია ელექტრომობილის მშენებლობისთვის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ეს შეიძლება იყოს კიას ქარხანა ჯორჯიის შტატში ან ახალი ქარხნის მშენებლობა. შესაძლოა, ეფლმა ახალი ქარხნის მშენებლობაზეც არ დაიხიოს უკან და პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები 400 000 ერთეულ ელექტრომობილს დაამზადებენ.

ელექტრომობილის მთავარი სიახლე ბატარეა იქნება. ეფლის მტკიცებით მათ მიერ შექმნილი ახალი ტიპის ბატარეა შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და გაახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადებს.

Hyundai Motors-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზე და ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, რადგან Apple  პარალელურად სხვა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. მიუხედავად ამისა, გავრცელებულმა სიახლემ დადებითი როლი ითამაშა ჰიუნდაის სააქციო ღირებულებაზე და მისი ფასი 19%-ით გაიზარდა.