მე-7 თაობის ჰიუნდაი Elantra ჩრდილოეთ ამერიკის წლის ავტომობილად დასახელდა.

11 იანვარს გამართულ NACTOY-ს (North American Car of the Year)  დაჯილდოვებაზე სედანის კლასში წლის ავტომობილის წოდება Elanatra-ს ერგო.  ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ჰიუნდაის სედანმა Car of the Year-ის ტიტული მოიპოვა. პირველი ჯილდო სამხრეთკორეულმა ბრენდმა 2012 წელს დაიმსახურა.

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჟიურის წევრებს, რომლებმაც Elantra-ს დაუჭირეს  მხარი. ასევე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ჰიუნდაის მთელი კომპანიის წინაშე, მათ შორის კი ალაბამასა და ულსანის დასაქმებულების მიმართ, სადაც მე-7 თაობის ელანტრა იწარმოება.

Elanatra სრულად გამოხატავს იმ ქარიზმას და დინამიურობას, რომელსაც ჩვენი ახალი დიზაინის მიმართულება მოიცავს.  ტექნოლოგიურობა და საწვავის ეფექტურად მოხმარების შესაძლებლობა კი ავტომობილის თითოეულ მფლობელს წარმოუდგენელ გამოცდილებას სთავაზობს"  ხოსე მუნოზი Hyundai Motor Compayის პრეზიდენტი და CEO 

წელს NACTOY-ს 28-ე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.  1994 წელს დაარსებული პრესტიჟული ღონისძიების მიზანია ფასის, ხარისხის, ტექნოლოგიურობისა და უსაფრთხოების კომბინირებით საუკეთესო ავტომობილები გამოავლინოს.  
ჯილდოს პრესტიჟულობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ის არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ გამოცემას, ტელევიზიასა თუ კომპანიას. დაჯილდოვების ჟიური დაკომპლექტებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და  კანადის საავტომობილო სფეროს წარმომადგენლობით.

Hyundai Motor America:
ჩვენ გვჯერა რომ ყველა იმსახურებს უკეთესს და ჩვენი გზა განვითარებისკენ სწორედ ამ სიტყვებს ეფუძნება. ჩვენ ვქმნით ავტომობილებს,  რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ მართვის შესაძლებლობებს სთავზობს.  წყალბადზე და ელექტრო ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ტექნოლოგიას ყოველდღიურად ვხვეწთ, რათა კიდევ უფრო ნათელი მომავალი შევქმნათ.