მინი 45

6 წუთში გადმოცემული ემოცია და შესაძლებლობები, რომელსაც კონცეპტ 45-ის მინი ვერსია გთავაზობთ. 
მინი 45 სპეციალური საბავშვო ავტომობილია, რომელიც დაფუძნებულია EAVC (Emotion Adaptive Vehicle Control )  ტექნოლოგიაზე და ესპანეთში ბავშვთა საავადმყოფოში გამოიყენება პატარა პაციენტების სამკურნალოდ.

ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა პატარა პაციენტებს სპეციალურ პირობებს უქმნის, რათა მათ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. მინი 45-ში ინტეგრირებულია  გულისცემის სკანერი, სუნთქვის სიხშირის საზომი და გუნება/განწყობის წამკითხველი, რომელიც ექიმის მონიტორზე გამოისახება და ბავშვის მდგომარეობას მიუთითებს. 
მინი 45 ბავშვთან კომუნიკაციით და მონაცემების ანალიზით განსაზღვრავს თითოეულ დეტალს: სიჩქარეს, ვიბრაციას და სურნელსაც კი(ავტომობილი გამოყოფს) - ის ზრუნავს პატარა პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურებაზე.

"ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა და გაუმჯობესებულმა ტექნოლოგიებმა ადამიანების კეთილდღეობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ვიმედოვნებთ EAVC ტექნოლოგია რომელიც მოთავსებულია ავტომობილში დაეხმარება პატარა " განაცხადა ჯინმო ლიმ - პროექტის ხელმძღვანელი.

მინი 45 აღჭურვილია ემოციებთან ადაპტირებული ნათებით - როდესაც ბავშვის მონაცემები აღელვებას და შიშს გადმოცემს ავტომობილი ამის შესახებ ექიმს წითელი ფერით ატყობინებს, მონაცემების დასტაბილურება როდესაც იწყება  ყვითელი ფერის ინდიკატორი ირთვება, ხოლო როდესაც პატარა პაციენტების მდგომარეობა სრულად სტაბილურდება მწვანე ფერი ირთვება.

"მოხარული ვართ, რომ ასეთი ტექნოლოგია დაინერგა ჩვენს კლინიკაში, ეს მკვეთრად გააუმჯობესებს პატარა პაციენტების მკურნალობას"  SJD hospital-ის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.
იხილეთ ვიდეო ბმულზე : ვიდეო