Good Design Awards

Good Design Awards  მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და დიზაინის კონკურსებს შორის უძველესი და გამორჩეულად პრესტიჟულია. 
ყოველწლიურად, დაჯილდოვებაზე წარმოდგენილია ის კომპანიები და პროდუქტები, რომლებიც მსოფლიოს სიახლეებს, ინოვაციებს სთავაზობს სხვადასხვა სფეროში. 2020 წელს ჰიუნდაიმ უამრავი ჯილდო მიიღო, როგორც ბრენდმა და ასევე ინდივიდუალური ჯილდოები კონკრეტულ პროდუქტებზე. ამ მხრივ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Good Design Awards-იც სადაც ჰიუნდაიმ  4 ჯილდო დაისაკუთრა:

  • ყველაზე პროგრესული EV კონცეპცია - 45 და Prophercy;
  • ტრანსპორტირების კატეგორია - 2021 Elantra;
  • დატენვის ინფრასტრუქტურა Hi-Charger;

"ჯილდოები, რომლებიც მოვიპოვეთ მიუთითებს იმას, რომ ჰიუნდაის ხედვა სწორი მიმართულებით ვითარდება და საზოგადოებას ვთავაზობთ ტრანსპორტს,რომელიც ზუსტად შეესადაგება მათ ყოფას" განაცხადა ბრენდის ვიცე პრეზიდენტმა და დიზაინის ცენტრის ხელმძღვანლემა სანგიუპ ლიმ.

45 - ეს არის ჰიუნდაის ლეგენდარული  კონცეპტის "Pony Coupe"-ს ინსპირაციით შექმნილი  კონცეპტუალური ავტომობილი. ავტომობილი არის სიმბოლო აეროდინამიურობისა და სიმსუბუქის. მისი სილუეტი კი აუცილებლად მოგაგონებთ ძვირფასი ქვის კრისტალს.

The Prophercy - კონცეპტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უკვე კარგად ნაცნობ დიზაინის მიმართულება  "Sensuous Sportiness"-ს. ეს კონცეპტი უკვე გახდა "Red Dot"დაჯილდოვების გამარჯვებული  კატეგორიაში : "საუკეთესო, საუკეთესოთა შორის".

მორიგი აღიარება ერგო  მე-7 თაობის Elantra-ს, რომელიც საზოგადოების წინაშე სულ ცოტა ხნის წინ წარსდგა. ავტომობილი მისი ფუტურისტული ექსტერიერით და გამორჩეული ინტერიერის წყალობით  Good Design Awards-ის ფავორიტებში მოხვდა.  ელანტრაში დახვეწილ ინტერიერ/ექსტერიერთან ერთად  გამორჩეული მულტიმედია და ავტომობილების შესაძლებლობები.

კონკურსის ბოლო გამარჯვებული The Hyundai Hi-Charger -  ჰიუნდაი ზრუნავს იმ მომხმარებლებზე, რომლებიც გადაადგილების საშუალებათ ელექტრო ავტომობილებს ირჩევენ, სწორედ ამიტომ ჰიუნდაიმ შექმნა The Hyundai Hi-Charger  სადგური, სადაც მომხმარებლები დამატებითი კაბელების ტარების გარეშე შეძლებენ ავტომობილის დამუხტვას.  დამტენ სადგურზე განთავსებული იქნება სენსორული მონიტორი, რომელიც დამუხტვის რეჟიმების არჩევის საშუალებას მოგცემთ.