წლის ინოვაცია

ჰიუნდაი მოტორ ჯგუფის კონცეპტი Etisalat-ის მიერ Urban Air Mobility 2020 წლის საუკეთესო ინოვაციად დასახელდა .

Urban Air Mobility  კონცეფცია, იგივე S-A1, 6-დან 10 დეკემბრამდე  GITEX-ის ტექნოლოგიურ კვირეულზე იყო გამოფენილი.
Etisalat-მა, როგორც აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ლიდერმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ და GITEX-ის მასპინძელმა, S-A1 დაასახელა „წლის საუკეთესო ინოვაციის“ გამარჯვებულად და ჰიუნდაი მიიწვია მათი იდეისა და ტექნოლოგიის უკეთ წარმოსაჩენად.

„ჰიუნდაი ავითარებს ძირითად ტექნოლოგიებს, რომელიც რეალობად აქცევს ამ კონცეპტს და ხელს შეუწყობს ურბანული საჰაერო გადაადგილების პოპულარიზაციასა და შესაძლებლობას“ -ჯაიონ შინი, საჰაერო მობილობის განყოფილების ხელმძღვანელი ჰიუნდაი მოტორ ჯგუფში.

სავარაუდოა რომ UAM გახდება მნიშვნელოვანი კომპონენტი საჰაერო გადაადგილების განვითარებაში, რადგან 2050 წლისთვის მოსახლეობის ზრდა 9.7 მილიარდს გადააჭარბებს.

GITEX - არის ღონისძიება სადაც ხდება ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლის განხილვა, იქნება ეს  ხელოვნური ინტელექტი, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა  მობილურებისთვის, ვირტუალური რეალობა, უპილოტო საფრენი აპარატები თუ  მრავალი სხვა რამ.