ჰიუნდაი უერთდება და ახალ პარტნიორულ ურთიერთობას აყალიბებს ევროპაში ლიდერ ელექტრომობილის დამტენების მწარმოებელ კომპანია იონითისთან.
IONITY-სთან თანამშრომლობით ჰიუნდაი ხელს შეუწყობს ევროპაში მაღალი სიმძლავრის დამტენების ქსელის გაფართოებას ევროპის კონტინენტზე.
IONITY-ის განსაკუთრებულობა მის ტექნოლოგიაში იმალება. კომპანია ელექტრო ენერგიის მისაღებად იყენებს CCS სისტემას, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ენერგიის წყარო არის 100%-ით განახლებადი. „მომხმარებელთან მჭიდრო კავშირი და რეალურ სარგებელზე დაფუძნებული პროდუქტის შექმნა Hyundai-ს და Kia-ს საერთო ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, იონითიში ინვესტიციის განხორციელებით ევროპაში ყველაზე ფართო ქსელის ნაწილი ვხდებით და ხელს ვუწყობთ ეკოლოგიური პროდუქტის განვითარებას“ - ჰიუნდაის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი თომას სქემარა.
„ჩვენ მოხარულები ვართ ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების კომპანიასთან თანამშრომლობასა და მეგობრულ პარტნიორობას“ - მაიკლ ჰაჯესი, იონითის აღმასრულებელი დირექტორი. IONITY დაარსდა 2017 წელს და ეს არის BMW Group- ის, Mercedes Benz AG- ის, Ford Motor Company- ს, Hyundai Motor Group- ისა და Volkswagen Group- ის ერთობლივი საწარმო, Audi- სა და Porsche- სთან ერთად.