პლატფორმა

ელექტრო ავტომობილები მსოფლიოს მომავალია და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ელექტრო ავტომობილებზე  ინტერესის ზრდა  დაკავშირებულია მათ ეკონომიურობასთან და ეკოლოგიურობასთან, რაც დღეისათვის ადამიანებისთვის ერთ-ერთი პირველი საზრუნავია.

ბენზინის ძრავისთვის შექმნილი პლატფორმები ყოველთვის იდეალურად არ ერგება ელექტრო ავტომობილისთვის საჭირო სპეციფიკებს, რაც ამცირებს მათ რეალურ შესაძლებლობებს.  სწორედ ამიტომ ჰიუნდაიმ დაიწყო მუშაობა მხოლოდ ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე და ასევე აანონსებს რომ 2025 წლისთვის მის წარმოებაში 23 ელექტრო ავტომობილი იქნება.

Electric-Global Modular Platform (E-GMP) იქნება საფუძველი ახალი პროექტის, რომელსაც ჰიუნდაი და კია  მოტორსი ერთობლივად ჩაუდგება სათავეში 2021 წელს.   ჰიუნდაიში აცხადებენ, რომ ioniq 5, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეპტია, გახდება E-GMP პლატფორმაზე აგებული პირველი ჰიუნდაის ავტომობილი. Ioniq5-ის ჩაშვების შემდეგ უკვე სხვა ავტომობილებზე დაიწყება მუშაობა.

ჰიუნდაიმ გაამჟღავნა ის დეტალებიც, რომლებიც გახდა პლატფორმის შექმნის წინაპირობა. კომპანიის მიზანია ელემენტების შეფუთვის ახალი სისტემის შემუშავება, ძრავისა და ტრანსმისიის უკეთესი სინქრონიზაცია, კომპრესია და მიღებული ენერგიის გაზრდა.  პირველადი კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ  ახალი პლატფორმის მეშვეობით 70%-ით გაუმჯობესდება Hyundai-ს ელექტრო ავტომობილების შესაძლებლობები.

ავტომოყვარულებს ასევე გაახარებთ სიახლე, რომელიც ჰიუნდაიმ  გააჟღერა აღნიშნულ პრეზენტაციაზე. კომპანია  მალე წარადგენს ელექტრომობილს, რომელის სიმძლავრეც  600ცხ.ძ იქნება და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3.5 წამი დასჭირდება.