ოქტომბრის დასაწყისში Hyundai-მ გაავრცელა თიზერი i20-თან დაკავშირებით, რომელიც N line მოდიფიკაციით გამოვა. სავარაუდოა, რომ N line i20 სარბოლო ავტომობილის ხასიათით იქნება გამდიდრებული, რადგან ამ ავტომობილის შექმნის ინსპირაციის წყარო WRC რალისთვის შექმნილი i20-ია.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ i20 N -იც ისეთივე ამაღელვებელი და სპორტული ხასიათის იქნება, როგორც სხვა N ხაზის ქვეშ გაერთიანებული ავტომობილები. ამასთანავე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის ავტომობილი ევროპაშიც გაიყიდება i30N და i30 Fastback N-თან ერთად.
მომავლის i20-ში მთავარი სიახლე მხოლოდ N line მოდიფიკაცია არ იქნება. ის Hyundai-ის დიზაინის ახალი კონცეფციის „Sensuous Sportiness"-ის ჭრილში გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს N line-ის მოდიფიკაციის გარეშეც გამორჩეული სპორტული მახასიათებლები ექნება.
ახალი პლატფორმის დამსახურებით გაიზარდა ჰაერის შემშვების ზომა, რაც ძრივსა და ტურბინის უკეთეს მუშაობას და გაგრილებას შეუწყობს ხელს. 18 დუიმიანი დისკებით, N ხაზის სამუხრუჭე სისტემით და საერთო სპორტული ექსტერიერით ავტომობილი გასაოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
აღსანიშნავია, რომ Hyundai-ის დიზაინის ახალი მიმართულება "Sensuous Sportiness" DMI-ის გამარჯვებული გახდა .