Hyundai ყველაზე ღირებული საავტომობილო ბრენდების ხუთეულშია.

Interbrand Best Global Brands-ის კვლევის შედეგების თანახმად, Hyundai Motor Company 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ღირებული საავტომობილო ბრენდების საუკეთესო ხუთეულშია.
 

სააგენტო Interbrand, რომელიც 40 წელიწადზე მეტია, ბრენდების შეფასებისა და კონსულტაციის წამყვანი სტრუქტურაა, ბრენდის ღირებულებას მისი ფინანსური და მარკეტინგული აქტივობების ამომწურავი ანალიზის შედეგად ადგენს. კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმ ურთულესი პირობებისა, რაც წელს კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, ჰიუნდაიმ 2020 წელსაც განაგრძო პროგრესი ბრენდის გლობალური ღირებულებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით. ბრენდის ღირებულება წინა წელთან შედარებით, ერთი პროცენტით, 14,3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

ჰიუნდაი ავტომწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულშია, Interbrand-Reports-ის საერთო რეიტინგში კი - 36-ე ადგილზე. კონკრეტულად , ავტომწარმოებელთა ღირებულების რეიტინგში ჰიუნდაი ისეთ ბრენდებს უსწრებს, როგორებიცაა Tesla (მე-6 ადგილი), Audi (მე-8), Porsche (მე-10) და Ferrari (მე-12). საუკეთესო ხუთეულში კი ჰიუნდაისთან ერთად  ორი გერმანული პრემიუმ-ავტომწარმოებელი BMW და Mercedes-Benz არიან.Interbrand-ის რეიტინგებში ჰიუნდაი ზედიზედ 6 წელია, მსოფლიო ბრენდებს შორის საუკეთესო 40-ეულშია. კომპანია TOP 100-ში 2005 წელს შევიდა და ამ 15 წლის განმავლობაში მუდმივად პროგრესირებს.

„Hyundai Motor Company-ს ბრენდის ღირებულების ზრდა საავტომობილო ბიზნესის განვითარების და ისეთ მნიშვნელოვან ელექტრო-ბრენდში ინვესტირების დაგეგმვის დამსახურებაცაა, როგორიცაა IONIQ. პანდემიით გამოწვეულ ურთულეს პირობებში Hyundai Motor Company-მ აჩვენა, რამდენად აქტიურად რეაგირებს ბაზრის მოულოდნელ ცვლილებებზე. მაგალითებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სწრაფი რეაქცია ონლაინ-გაყიდვების განვითარების თვალსაზრისით, სოციალური აქტივობები და ელექტრომობილებისა და წყალბადზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვების ზრდა.“ - აცხადებს Interbrand-ის ბრენდების შეფასების გლობალური დირექტორი მაიკ როჩა.

Hyundai Motor Company 1967 წელს დაარსდა და მომხმარებლებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ავტომობილებსა და საავტომობილო მომსახურებას სთავაზობს. 2019 წელს კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4,4 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა.