Hyundai Sonata N Line

Hyundai motor Company-მ განაცხადა, რომ 2021 წლის ჰიუნდაი Sonata N Line მოდიფიკაციით გამოვა.
 კომპანიაში მიიჩნევენ, რომ N Line მოდიფიკაციის საშუალო ზომის სედანი (Sonata) გამორჩეული, სპორტული ხასიათის ავტომობილი იქნება. პირველი ნაბიჯები Sonata-ს ხაზის გამრავალფეროვნებისკენ  ჯერ კიდევ 2019 წელს გადაიდგა, როდესაც მისი ჰიბრიდული ვერსია ჩაეშვა გაყიდვაში, ხოლო 2021-ში უკვე N Line მოდიფიკაციას ვიხილავთ.

ჰიუნდაის გლობალური დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელი  სანგ იუპ ლი მიიჩნევს, რომ  N-Line მოდიფიკაციის Sonata უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, რადგან მასში გაერთიანებული იქნება კომფორტი და სპორტული ხასიათი.

Hyundai-ს დიზაინის ახალი ფილოსოფიის „Sensuous Sportiness”-ის მეშვეობით Sonata-ს ექსტერიერი გამოირჩევა მკვეთრი ხაზებით და სპორტული შესახედაობით.  19 დუიმიანი ალუმინის დისკები გზაზე მტკიცე, აგრესიულ დგომას უზრუნველყოფს და მოსახვევებში უკეთეს მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

Sonata N Line-ის ექსტერიერით მიღებული ემოციები სრულად ვრცელდება ინტერიერზეც. N Line-ისთვის დამახასიათებელი სპორტული ხასიათის სავარძლები, საჭე, მაღალტექნოლოგიური მულტიმედია და მართვის სისტემები სპორტული და კომფორტული ავტომობილის იდეალურ კომპოზიციას ჰქმნის.