მეოთხე თაობის Tucson

3 სექტემბერს  Hyundai-მ პირველად წარადგინა  მეოთხე თაობის საშუალო ზომის SUV-ის Tucson. პირველივე შეხედვისთანავე ნათლად ჩანს ავტომობილში დიზაინის სრული გარდაქმნა, რაც ბრენდის ახალი მიმართულებისა და ხედვის დამსახურებაა. ავტომობილის ფარების არქიტექტურაში განსაკუთრებით იგრძნობა ჰიუნდაის სახასიათო ხელწერა, რომელსაც  „პარამეტრული ფარული ნათება“  ჰქვია.
 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მეოთხე თაობის  Tucson-ს ავტომობილების დიზაინი ახალ საფეხურზე აჰყავს და იქნება პირველი  C-SUV კლასში, რომელიც ორი განსხვავებული პარამეტრებით გამოვა ერთი სახელის ქვეშ.
„ “Sensuous Sportiness” ჰიუნდაის დიზაინის ახალი მიმართულებაა. მისი იდეა  მოიცავს ემოციური კავშირის გამძაფრებას ავტომობილების დიზაინში.  ჩვენი მიზანია მომხმარებლებმა იგრძნონ განსხვავება და განვითარება“ განაცხადა  ჰიუნდაის მსოფლიო ცენტრის დიზაინის განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა სან იაფ ლი.


კრისტალის ფორმის გრილში ინტეგრირებული ნათება  და DRLs (დღის ნათება) განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე  პირველივე შეხედვისას.

საერთო ჯამში უახლესი Tucson  უფრო განიერი და დიდია ვიდრე მისი წინა თაობის მოდელები. უფრო გრძელი ძრავის საფარი,  კუპის სტილში მოყვანილი უკანა ნაწილი და საერთო სტილში გამოყენებული კუთხოვანი მოყვანილობები ზუსტად ჯდება მის პარამეტრიულ დიზაინში.

მეოთხე თაობის Tucson-ის ინტერიერი მყუდრო და მოსახერხებელ ოთახს მოგაგონებთ.
კომფორტულად გადანაწილებული თითოეული ინსტრუმენტი, მაღალი ხარისხის ქსოვილები და  თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები თქვენს სიმყუდროვეს და სასიამოვნო მგზავრობას უზრუნველყოფს.