Hyundai-მ ელექტრო Kona-ზე ენერგოეფექტურობის ტესტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა ავტომობილმა 1000კმ-ზე მეტი მანძილი ერთი დამუხტვით დაფარა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა სამი სტანდარტული, ქარხნული, Hyundai Kona, ყოველგვარი დამატებითი მოდიფიკაციის გარეშე. თითოეულ სატესტო ავტომობილში გათიშული იყო აუდიო სისტემა, კონდიციონერი და ფარებიც კი. მძღოლები ტრასაზე საშუალოდ 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ. ექსპერიმენტის მიწურულს კი, როდესაც ავტომობილების ენერგია 3%-ს შეადგენდა მათ დამატებით 20კმ მანძილის გავლა მოახერხეს. საბოლოოდ, ექსპერიმენტში მონაწილე სამივე ავტომობილმა 1000კმ-ზე მეტი მანძილის გავლა შეძლეს (1018,1024,1026) და რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსირეს. ელექტრო კონა პირველი ავტომობილია 64კვტ.სთ სიმძლავრის ელექტრო ავტომობილებს შორის, რომელმაც 1000კმ-ზე მეტი მანძილი ერთი დამუხტვით დაფარა.