საუკეთესო ელექტრო Kona

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასი მკვეთრად დაეცა, რის გამოც ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე მოთხოვნა აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს მომხმარებლებისთვის. აუცილებელია გავიაზროთ, რომ მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილით გადაადგილება არ ნიშნავს, რომ გარემოზე ვზრუნავთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც  ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ საქმეში, საწარმოების მუშაობისას და ა.შ.

დროთა განმავლობაში ჰიბრიდული ავტომობილების განვითარება ნელ-ნელა  მიიწევდა  წინა, თუმცა ბოლო წლებში გამოიკვეთა მათ მიმართ ჭარბი ინტერესი, რის გამოც ავტო ინდუსტრიაში ყოველწლიურად უამრავი ახალი  ელექტრო/ჰიბრიდული ავტომობილი ხვდება, რამაც დახვეწა ინდუსტრია და გააუმჯობესა სტანდარტები.

U.S News-მა გამარჯვებული ავტომობილები ფასით, ერთი დამუხტვით განვლილი მანძილით, ხარისხითა და ფასთან მიმართებაში ავტომობილის შესაძლებლობების მიხედვით გამოავლინა.

U.S News-ის მონაცემებით გამარჯვებულები შესაბამისი კატეგორიებით დაიყო, ხოლო ელექტრო ავტომობილებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ავტომობილად ახალი Hyundai Kona Electric დაასახელა.

ელექტრო Hyundai Kona მისი შესაძლებლობებით  ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, მას ერთი დამუხტვით 480კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და  ფასთან მიმართებაში ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია. გარდა მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა აღსანიშნავია, რომ მასზე განსაკუთრებული საგარანტიო პირობები მოქმედებს, რაც დამატებით ფინანსური რესურსი დაზოგვაში დაგეხმარებათ.